აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) სოფლის მეურნეობის პროგრამა წლიური საგრანტო პროგრამის ფარგლებში იწყებს განცხადების მიღებას.

პროგრამის მიზანია, დააფინანსოს ინოვაციური იდეები, რომლებსაც შეუძლიათ მნიშვნელოვანი ზეგავლენა მოახდინონ სოფლის მეურნეობის პროდუქტების წარმოების ღირებულებათა ჯაჭვზე - კენკრა, მწვანილი, კურკოვანი ხილი, ვაშლი, მალფუჭებადი ბოსტნეული, მანდარინი, სუფრის ყურძენი და კაკლოვანი კულტურები (გარდა თხილისა. პროგრამა არ ითვალისწინებს ბაღების გაშენებას. გრანტის მიმღების თანამონაწილეობა - 60% ნაღდი ფულით და/ან კრედიტის სახით.

დეტალური ინფორმაცია პროგრამის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ მოცემულ ლინკზე -https://jobs.ge/ge/?view=jobs&id=260277

განაცხადის წარდგენის ბოლო ვადა: 31 დეკემბერი

არასტანდარტული ვაშლის ჩაბარების საერთაშორისო საბაზრო ფასის მკვეთრად შემცირების გამო, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო არასტანდარტული ვაშლის სუბსიდირების პროექტს განახორციელებს. პროექტის ფარგლებში, არასტანდარტული ვაშლის შესყიდვის შემთხვევაში, სახელმწიფო სუბსიდიას მიიღებენ ხილის გადამმუშავებელი ის კომპანიები, რომლებიც  2020 წლის 1 დეკემბრამდე, მეხილეობის სფეროში დასაქმებული ფიზიკური პირებისგან 1 კგ არასტანდარტულ ვაშლს არანაკლებ 0.22 ლარად შეისყიდიან, სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტო 1 კგ არასტანდარტულ ვაშლზე  0.10 ლარის ოდენობის სუბსიდიას გასცემს.

დადგენილება 1528

წყარო: სოფლის განვითარების სააგენტო - http://rda.gov.ge/projects/read/industrial_apple_%20sale_%20promotion_%20program/7:parent 

USAID-ის პროექტი "ზრდა საქართველოში", რომელსაც ახორციელებს "ქემონიქს ინთერნეიშენალი", აცხადებს საგრანტო კონკურსს ბოსტნეულის, კენკრისა და მწვანილის სასათბურე წარმოების განვითარების მიზნით ქვემო ქართლის, შიდა ქართლის, სამეგრელო ზემო სვანეთის, სამცხე-ჯავახეთის, მცხეთა-მთიანეთისა და კახეთის რეგიონების სამიზნე თემებში. (იხილეთ დანართი ბ - პროექტი ზრდა-ს სამიზნე თემების/სოფლების ჩამონათვალი).

საქართველოში ყველა პირობა არსებობს მეფუტკრეობის განვითარებისათვისქვეყანაში გავრცელებული 1000-ზე მეტი სახეობის თაფლოვანი მცენარეებიდან 100-150 სახეობა იძლევა თაფლის სასაქონლო პროდუქციას.

ჩინური, ანუ ჩინებული ქართლის ერთ-ერთი ყველზე საუკეთესო და ცნობილი თეთრწყურძნიანი ვაზის საღვინე ჯიშია. ქართლის მოსახლეობაში ჩინურის დამატებით სახელებად ცნობილია -  კასპური და კასპური თეთრი. ამავე სახელებს ვხვდებით აგრეთვე მევენახეობის სპეციალურ ლიტერატურაშიაც. თუ როდის წარმოიშვა ჩინური ქართლის ტერიტორიაზე ან როგორი ევოლუცია განიცადა მან საუკუნეთა მანძილზე, ამის შესახებ არავითარი ცნობები არ მოიპოვება.

თქვენ შეიძინეთ ღვინო საკმაოდ შეღავათიან ფასად და ეჭვი გეპარებათ მის ხარისხში? ფიქრობთ, გამოიყენოთ თუ არა კვერცხი, რომელიც კარგა ხანია დევს თქვენი მაცივრის თაროზე? გაინტერესებთ, ნატურალურია თუ არა თაფლი, რომელსაც გამყიდველი დიდი მონდომებით გთავაზობთ? - ეს პოსტი დაგეხმარებათ შეამოწმოთ თქვენთვის საინტერესო პროდუქტების ხარისხი და ვარგისიანობა.

მაშ ასე, მოდი ვნახოთ, როგორ უნდა გამოვიცნოთ, ნატურალურია პროდუქტი თუ ფალსიფიცრებული? ვადაგასულია თუ ახალი?