ნუში ეკუთვნის ვარდყვავილოვანთა ოჯახს და ტყემლისებრთა ქვეოჯახს.

 

          კარტოფილის ჯიშებს ყოფენ სამეურნეო და ბიოლოგიური თვისებების მიხედვით.

სათბური საშუალებას გვაძლევს ნაკლებად ვიყოთ დამოკიდებული გარემო პირობებზე,

           ბროწეული (Punica granatum) არის ბროწეულისებრთა ოჯახიდან, ფოთოლმცვივანი ეკლიანი მცენარე.

კიტრი (Cucumis sativus L) ერთწლიანი, ორლებნიანი, მოკლე დღის მცენარეა, გოგრისებრთა ოჯახიდან, მხვიარა ღეროთი, მცენარის ღეროს სიმაღლემ შეიძლება რამდენიმე მეტრს მიაღწიოს.

ფოთლები მთელია ან კიდეებში ოდნავ დაკბილული, მორიგეობით განლაგებული, ფოთლის უბიდან ვითარდებიან ნამხრევები. ფესვთა სისტემა მთავარღერძიანია, მწვანე მასასთან შედარებით სუსტად ვითარდება, მისი ძირითადი მასა თავმოყრილია ნიადაგის ზედა ფენაში 25 სმ სიღრმეზე.

მცენარე ერთსახლიანია (ერთ მცენარეზე ვითარდება როგორც მდედრობითი, ასევე მამრობითი ყვავილები). თესლი მოთეთრო მოყვითალო, ოვალურია, ერთ ბოლოში წაწვეტებული 1 გრამი კიტრის თესლი 30-35 მარცვალს შეიცავს.

ზამთრის პერიოდი, როგორც წესი, მებაღეების შედარებით დასვენების დროა, ვიდრე ახალი სეზონი დაიწყება, მათ ბაღში ბევრი სამუშაო აღარ აქვთ, მაგრამ გამოცდილი მებაღეებისთვის ზამთარი ბაღის წესრიგში მოსაყვანად და შემოდგომაზე დაწყებული საქმის ბოლომდე მისაყვანად სწორედ რომ კარგი პერიოდია.

ჩვენი შორეული წინაპრები ბუნებრივი ნივთიერების გამოყენებით ებრძოდნენ მწერებსა და დაავადებებს. ძველი რომაელები ამ მიზნით იყენებდნენ ნაცარს, გოგირდს, ამზადებდნენ რთულ ნარევებსაც.

კულტურულ მცენარეთა დაავადებებთან ბრძოლის პირველი პრაქტიკული რეკომენდაციები შეიმუშავა დემოკრიტემ ჩვ. წ-აღმდე 470 წლის წინათ.