ჩვენი შორეული წინაპრები ბუნებრივი ნივთიერების გამოყენებით ებრძოდნენ მწერებსა და დაავადებებს. ძველი რომაელები ამ მიზნით იყენებდნენ ნაცარს, გოგირდს, ამზადებდნენ რთულ ნარევებსაც.

კულტურულ მცენარეთა დაავადებებთან ბრძოლის პირველი პრაქტიკული რეკომენდაციები შეიმუშავა დემოკრიტემ ჩვ. წ-აღმდე 470 წლის წინათ.

ვარდისებრთა ოჯახის 1-4 სიმაღლის გაფარჩხულეკლებიანი ბუჩქია. ქიზიყში – მურაკი ჰქვია; სულხან-საბა–ორბელიანის მიხედვით – კვინჩხი, კვიჩხი. ელიფსური ან უკუკვერცხისებრი, კიდედაკბილული ფოთლები ტოტებზე მორიგეობითაა განლაგებული. ნორჩი ფოთლები მოკლე ბუსუსებითაა შემოსილი. ზრდასრული კი შიშველია. ჰყვავის თეთრი ყვავილებით მარტ-აპრილში შეფოთვლამდე. ყვავილები სათითაოდ, იშვიათად ორ-ორი ერთადაა განლაგებული.

კარტოფილი თითქმის ყველა ტიპის ნიადაგზე მოდის, თუმცა მისთვის საუკეთესოა სტრუქტურიანი, ჰუმუსით მდიდარი და მსუბუქი ნიადაგები. ადგილი თესლბრუნვაში კარტოფილისთვის კარგი წინამორბედებია თავთავიანი კულტურები, პარკოსნები, ბაღჩეული, მრავალწლოვანი ბალახები. მისი მოყვანა დაუშვებელია პომიდვრის, თამბაქოს, წიწაკის, ბადრიჯნის შემდეგ.

იწყება მზადება ფრინველის ჩეკვის სეზონისთვის. რა ძირითადი რჩევები უნდა გავითვალისწინოთ მეფრინველეობის ინკუბატორის შერჩევისასეს რჩევები უფრო მეტად დამწყებ საოჯახო  მეფრინველეებს დაეხმარება. განსაკუთრებით მაშინ, როცა ბოლო პერიოდში ბევრი ფერმერი წააწყდა პრობლემას არასწორად შერჩეულ საოჯახო ტიპის ინკუბატორებზე.

მწარე აბზინდის ნაყენი და ექსტრაქტი ნოზემატოზის პროფილაქტიკისთვის

ნოზემატოზის საწინააღმდეგოდ რუსი მეფუტკრეები იყენებენ მწარე აბზინდის სპირტის ნაყენს, რომელიც ასე მზადდება: ჭურჭელს, რომელსაც თავი კარგად უნდა ეხურებოდეს, სანახევროდ ავსებენ მწარე აბზანდის (რომელსაც ასევე ვერცხლისფერ აბზინდას ან სამკურნალო აბზინდას ეძახიან) დაკეპილი მასით.

ევკალიპტი - მიეკუთვნება ტვიასებრთა (Myrtsceae) დიდ ოჯახს, წვრილთესლოვანთა (Leptospermae) ქვეოჯახს და ევკალიპტის (Eucalyptus) გვარს. მის გვარში ითვლიან 380 სახეობას და 120 სახესხვაობას. მისი ბუნებრივი არეალი ავსტრალია, თასმანია და მიმდებარე კუნძულებია. ევკალიპტები მცენარეთა სამყაროს ყველაზე მაღლი (150 მ) ხეებია, გვხვდება აგრეთვე ბუჩქოვანი ევკალიპტები. ეს კულტურა განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს მისი უძვისფასესი პროდუქციის გამო. ავსტალიაში ევკალიპტს უწოდებენ „სიცოცხლის ხეს“, „ტყის ალმასს“. მართლაც, ამ მცენარის გამოყენება უკიდურესად მრავალმხრივია.

გასული საუკუნის 60-იან წლებში სამეგრელოში დაფნის კულტურა ფართოდ იყო გავრცელებული და მედაფნეობა მომგებიანი საქმეც გახლდათ.

დაფნამ დიდი როლი შეასრულა მოსახლეობის მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესებაში (1კილოგრამი მშრალი დაფნის ფოთოლი იმ დროს საკმაოდ ძვირი, 8-10 მანეთი ღირდა).

ბოსტნის ისპანახი (ლათ. Spinacia oleracea) - ერთწლოვანი ბალახოვანი მცენარე. ისპანახი ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული და სასარგებლო მწვანილეული ბოსტნეულია. ისპანახის ყველაზე მსხვილი მწარმოებელი ჩინეთია.