სასარგებლო ინფორმაცია

დაბლობსა და მაღლობში ფუტკრის ოჯახების ...

„სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტომ“, ...

ფრინველის ჯამრთელობა, მისი პროდუქტიულობა, ...

აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ...

ეფექტური სოფლის მეურნეობის წარმოება შესაბამისი ...

          ავოკადო კრემისებური ტექსტურის ხილია, ...

სიდამპლეები ფუტკრის ბარტყის გადამდები ...

 ლოკოკინა მეგობრების წრეში სასიამოვნო და მშვენიერი დროის გასატარებელი(გასტრონომიული თვალსაზრისით) საშუალებაა.

ლოკოკინა მომზადების შემდგომ კარგავს ლორწოს. მის კერძს არ გააჩნია სპეციპიკური გემო, კონსტიტენციით კი წააგავს სოკოს.
  ზოგმა შეიძლება არ იცოდეს მაგრამ ლოკოკინა მესხეთში სამზარეულოს ტრადიციულ კერძს წარმოადგენს, რომელიც დელიკატესად ითვლება. ლოკოკინების ენდემური სახეობების მრავალფეროვნებით და მათთვის საუკეთესო ბუნებრივი პირობების შექმნით საქართველო საკმაოდ გამორჩეული ქვეყანაა (აქ გვხვდება ევრაზიის მასშტაბით გამოსარჩევი, საკმაოდ დიდი ზომის ,,ბუხის’’ ლოკოკინის ენდემი). საოცარია მაგრამ ალბათ ამის გამოც აქ უფრო დიდი წარმატებით იზრდება იტალიური ლოკოკინა ,,ჰელიქს ასპერსა მაქსიმა’’ ვიდრე თვითონ იტალიაში. გამოკვლევის მიხედვით იტალიის გარემო პირობები იძლევა ორჯერადი გაყიდვის საშუალებას, მაშინ როცა ერთი წლის მანძილზე დასავლეთ საქრთველოს

პირობები იძლევა სამჯერად, ზოგჯერ კი ოთჯერად გაყიდვის საშუალებას. მისგან არა მხოლოდ ხორცს არამედ ქვირითსაც იღებენ, რომელსაც თევზის ქვირითთან შედარებით მეტი ფასი აქვს. რაც შეეხება ლორწოს მას წარმატებით იყენებენ, როგორც დერმატოლოგიაში ასევე კოსმეტოლოგიაში. ლოკოკინების მინი ფერმის ორგანიზება არ საჭიროებს: დიდ ფინანსბს, დიდ ფართობს და ფიზიკურ შრომას. თავისუფალი დროის და სურვილის შემთხვევაში, ყველას შეუძლია ასეთი ბიზნესის დაწყება.

  ლოკოკინის კერძები დიდი პოპულარულობით სარგებლობს შემდგომ დიდ ქვეყნებში -საფრანგეთი, იტალია, პორტულგალია, ესპანეთი, ჩინეთი, ამერიკის შეერთებული შტატები. აღსანისნავია რომ ლოკოკინის სახეობებიდან, საკმაოდ დიდი ნაწილის საკვებად გამოყენება შეიძლება. დღესაც ქართველებისთვის ჯერ კიდევ უცნობია ის ფაქტი რომ ლოკოკინისგან შეიძლება ცილით (პროტეინით) გაჯერებული, ნოყიერი და სასიამოვნო კერძის მომზადება, რომლის სიჯანსღესა და გემოვნებაში არანაირი ეჭვის შეტანა არ შეიძლება. აღსანისნავია რომ მელოკოკინეობა არის მაღალ რენტაბელური ბიზნესი, 90% მოგებაზე -10% ხარჯია. 2019

წლის მონაცვემებით ბაზრის მოთხოვნილების 40% დაუკმაყოფილებელია.

 

  ლოკოკინა გამოჰყოფს ანტისეპტიკურ ლორწოს ამიტომაც არ უნდა გაგვიკვირდეს რომ მას არ სჭირდება წამალი და ვაქცინები, რაც დიდი შეღავათია ფერმერისთვის. ამ მხრივაც ის საკმაოდ უნიკალურ პროდუქტს წარმოადგენს. მის სიცოცხლეს საფრთხეს უქმნიან: ვირთხა, თაგვი და ზოგიერთი ქვეწარმავალი, თუმცა მის ძირითად მტერს წარმოადგენენ ფრინველები, როგორებიცაა: შოშია, შაშვი, კაჭკაჭი, ყვავი და სხვ. მათგან თავის დასაცავად გამოიყენება მტაცებელი ფრინველის (ქორის, არწივის) ხმის გამომცემი აპარატურა, რისი გაგონების შემდგომაც მომენტალურად ფრთხებიან და ლოკოკინის სამყოფელ ნაკვეთს არ ეკარებიან. მათგან თავის დასაცავად ასევე შეიძლება ნაკვეთის ბადით გადახურვა. მტაცებლისგან დაზიანებულ ლოკოკინებს ნიჟარის და სხვა სხეულის ნაწილების აღდგენა (რეგენერაცია) 2-4 კვირის განმავლობაში შეუძლია.

  ფერმის პირობებში ლოკოკინის გამოსაკვებად იყენებენ სტაფილოს, კომბოსტოს, სალათის ფურცელს, დაღერღილ

მარცვლოვნებს(ხორბალი, ქერი დ.ა.შ.), აგრეთვე რძის ფხვნილს. ბუნებაში ლოკოკინა იკვებაბა საკმაოდ მრავალფეროვანად, ისინი მიირთმევენ ფოთლებს, ხილს და ბოსტნეულსაც კი. ასევე ნიჟარის გასამაგრებლად ნიადაგიდან იღებენ მინერალებს.

ლოკოკინა აქტიურია და იღებს საკვებს მაშინ როდესაც ბალახი არის ნამიანი და ტემპერატურა 24-28 გრადუსია. ამიტომც აუცილებელია სარწყავი საშუალებების დამონტაჟება.  დღის განმავლობაში 3-4-ჯერ არის საჭორო მათი დაწვიმება.
  ლორწოს საშუალებით მათ შეუძლით უვნებლად გადაადგილდეს ბასრი დანის პირზეც კი.

                 

 

 

              საარსებო გარემო

  ლოკოკინები მრავალფეროვან გარემო პირობებში ცხოვრობენ, როგორც მაღლა მთაში ასევე ზღვის უფსკრულებში. მათი ძირითადი ბიომასა ოკეანეებსა და ზღვებშია წარმოდგენილი, თუმცა ამ სტატიაში საუბარია მხოლოდ ხმელეთის ლოკოკინებზე. ლოკოკინა ცნობილია როგორც ერთერთი ყველაზე ნელი არსება, თუმცა უყურადღებობის შემთხვევაში შეიძლება მისი ფერმიდან გაპარვა. სწორედ ამიტომ ლოკოკინების არეალს სხვადასხვა ხერხით ღობავენ. შესაძლებელია ორი მავთულის დამაგრება

ღობეზე, რომლებშიც  12 ვოლტი სიმძლავრის ელ-ენერგია(პლიუსი და მინუსი) გაივლის. ლოკოკინის მიერ ორივეს გადაკვეთის შემთხვევაში მას მსუბუქი მუხტი დაარტყავს და გადმოვარდება. ასევე შეიძლება ნაკვეთისკენ გადმოკეცილი ბადის გაკეთება საზღვარზე, რომელზეც ასული ლოკოკინა ვერ შეძლებს თავდაყირა ამოტრიალებულ მდგომარეობაში ბადის ვიწრო სიგანის გადაკვეთას და ჩამოვარდება (საჭიროა ქვების მორიდება, რადგან ნიჟარა არ დაზიანდეს დაცემისას).

 

              მოვლა და გამრავლება

 

ყველა ლოკოკინის ქვირითის მირთმევა რომლის ხორციც საკვებად გამოიყენება არ შეიძლება. თუმცა ,,მიულერი’’ და ,,მაქსიმას’’ ქვირითის მირთმევა შეიძლება. ამასთან ,,მიულერის’’ ქვირითის ზომა ბევრად ჩამორჩება „მაქსიმას“ ქვირითისას. 

შეჯვარების

შემდგომ 1 კვირაში დებენ კვერცხებს. ერთი ლოკოკინა დებს 2-4 გრამ ქვირითს, ანუ დაახლოებით 70-100 ცალ კვერცხს. მისი ქვირითი კი ზუთხის შავ ქვირითზე ბევრად ძვირია, რაც ბაზარზე მისი სიმცირითაა განპირობებული. 1 გრამი ლოკოკინის ხიზილალა ღირს 1-1,5 ევრო. ქვირითი გამოიყურება როგორც ნახევრად გამჭვირვალე თეთრი სფერო, ამიტომაც მარგალიტებს ამსგავსებენ. ლოკოკინები ქვირითს სპეციალურ მიწიან კონტეინერებში დებენ, შემდგომ კი ისე რომ მიწის სტრუქტურა არ დაიშალოს სწრაფად ატრიალებენ და ჯოხის ფრთხილი მოძრაობით შლიან მას სანამ კვერცხებს არ იპოვიან. ამის შემდგომ მას აუცილებლად რეცხავენ. მიწა, რომელიც ლოკოკინების სანაშენოდ არის საჭირო, სათანადოდ უნდა მომზადდეს. კვერცხის დასადებად ნიადაგის მჟავიანობა უნდა მერყეობდეს (pH 5.5-7.0), რადგან ლოკოკინებმა მიიღონ ნიადაგი კვერცხების დასადებად. ასევე გასათვალისწინებელია ნიადაგის სტრუქტურა- იყენებენ ნეშომპალიან ნიადაგს რაც იდეალური ვარიანტია (ასეთი ნიადაგი ლოკოკინებისთვის ადვილად შეღწევადია, თანაც მიკრობებისა და პარაზიტებისგან თავისუფალი)

ლოკოკინების აბსოლუტური

უმრავლესობა ჰერმაფროდიტია - (ანუ ისინი წარმოადგენენ იმ ორგანიზმებს, რომელსაც აქვს მამრობითი და მდედრობითი რეპროდუქციული ორგანოები). სწორედ ამის გამო მათ შეუძლიათ წარმოქმნან როგორც კვერცხუჯრედები ასევე სპერმატოზოიდები. შეწყვილების შემდგომ ორივეს შეუძლია კვერცხის დადება. ზემოთ ნახსენებ ახატინს კი შეუძლია, ,,პართენოგენეზით’’ გამრავლება რასაც მაშინ მიმართავს როცა შესაფერის პარტნიორს ვერ პოულო - (გაუნაყოფიერებელი კვერცხით გამრავლება)

ლოკოკინების გასამრავლებლად იყენებენ სამ მეთოდს.

1) პირველი მეთოდი გულისხმობს, მთელი წლის მანძილზე ლოკოკინების მოშენებას დახურულ მეურნეობაში, კერძოდ შენობაში. ეს მეთოდი ყველაზე შრომატევადი, ძვირი და ამავდროულად პრობლემატურია ჰიგიენის კუთხით. სწორედ ამიტომ ის ნაკლებ პოპულარულია. პრაქტიკამ აჩვენა რომ 20 მეტრი სიგანის და 30 მეტრი სიგრძის ოთახია საჭირო დაახლოებით 5 000 ერთეულისთვის. შენობას დასჭირდება წყალგაყვანილობა, კანალიზაცია, ელექტროენერგია, გათბობა და ვენტილაცია. ესეთი ტიპის ოთახი გამოიყენება ლოკოკინების გასაზრდელად, კვერცხების

შერჩევისა და ინკუბაციისთვის.

2) ზაფხულში ლოკოკინების მოსაშენებლად იყენებენ ე.წ. ,,ღია პარკების’’ მეთოდს. ის ღია ცის ქვეშ გარკვეული პირობების შექმნით ლოკოკინების გამოზრდას გულისხმობს. მათ გამოსაკვებად იყენებენ მწვანე მცენარეებს, რომლებიც ღია ცის ქვეშ რეპროდუქციულ არეალში ითესება. მის პრაქტიკულად განსახორციელებლად საჭიროა მათი გამრავლების გარკვეული გამოცდილების მქონე სელექციონერი. ამ მეთოდს იყენებენ უმეტესად წინა სეზონიდან შემორჩენილი პატარა ლოკოკინების გასაზრდელად. მათ ამავე ტერიტორიაზე დარგული მწვანე მცენარეებით კვებავენ. მასში განცალკევებულია სივრცეები. რომლებიც აღჭურვილია გამდინარე წყლით და ბარიერებით, ასეთი ტიპის პარკებში ინახავენ ლოკოკინებს. ამავე დროს, ლოკოკინები სუფთა ჰაერზეა, მაგრამ კარგად არის დაცული ზემოთ ნახსენები ბუნებრივი მტრებისგან. ღია ცის ქვეშ შეიძლება ხის დაფების გამოყენება ტენის და ტემპერატურის შესანარჩუნებლად. მზის პირდაპირი სხივებისგან და ზამთრის სუსხისგან დასაცვად.

3) შერეული მეთოდი ყველაზე ეკონომიური და პოპულარულია ვარიანტია.

მელოკოკინეობაში, რომლის მიხედვითაც ლოკოკინები ზამთარში შენობაში ჰყავთ, გაზაფხულზე ,,ცელოფნის გვირაბებში’’, (რომლებიც რეალურად მცირ ზომის სათბურს წარმოადგენენ), ზაფხულში კი ზემოთ ხსენებულ ღია პარკების მეთოდს იყენებენ.

დიდი სათბურის გამოყენების შემთხვევაში შეიძლება მათი საარსებო არეალის მოწყობა ორნაირად.

1) ,, ვერტიკალური"   

 



  ეს ინოვაციური მეთოდია, რომელიც პოპულარობას იძენს ევროპაში. ჯოხებზეა დაყენებულ ხის ფიცრებზე ჩამოკიდებულია ეგრეთ წოდებული ,,ფარდები’’. ეს მეთოდი ითვლება ყველაზე ჰიგიენურად: მოლუსკების ნარჩენები ცვივა მიწაზე, თავად ლოკოკინები კი ყოველთვის სუფთა და კარგად ვენტილირებულ გარემოში იმყოფებიან.

 

 

 

2) ,,კონუსური’’ - ტრადიციული ფრანგული მეთოდი.

 

ამ მეთოდის განსახორციელებლად იყენებენ ხის კონუსის ფორმის სტრუქტურას, რომელშიც ლოკოკინებისთვის საჭირო მიკროკლიმატი იქმნება

და ნარჩუნდება.

ზოგადად მელოკოკინეობისთვის საჭიროა სხვადასხვა პირობების გათვალისწინება, როგორიცაა: საკვები, ტემპერატურა, ტენიანობა, განათება, ვენტილაცია და გამრავლებისთვის საჭირო მიწა.

საჭიროა ხელოვნური განათების გამოყენება, დღის სინათლე არ უნდა შემოდიოდეს ოთახში. ამ გზით მარტივად შეიძლება განისაზღვროს ღამით მათი გამოსვლის დრო. ამ პერიოდის გაგება ძალზე მნიშვნელოვანია, რადგან დასუფთავებისა და საკვების მიცემის პერიოდები მათ ამოსვლამდე უნდა მოესწროს.

ვენტილაცის კონტროლი ძალიან მნიშვნელოვანია. ცნობილია რომ ლოკოკინები შეწყვილებისას გაზებს წარმოქმნიან, (მსგავსი აირები მათი იმუნური სისტემისთვისაა საზიანო), რომლის განიავებაც დახურულ შენობაში აუცილებელია. ასევე ვენტილაციით კონტროლდება ჰაერის ტენიანობა რომელიც 90% + - 5% არ უნდა აღემატებოდეს.

მომზადება

ყურძნის ლოკოკინას, შეგროვების შემგეგ საჭიროა 3-5 დღე აჭამონ ადამიანისთვის მისაღები საკვები, როგორიცაა გახეხილი სტაფილო, დაჭრილი სალათის ფურცლი, მჭადის ფქვილი და სხვ. შემდგომ კი 3 დღე აშიმშილებენ რომ კუჭნაწლავი

გაუსუფთავდეს. რასაც მოჰყვება ძმრიან წყალში მათი ცოტახნით ჩალაგება, რის შემდგომაც ხარშავენ იქამდე სანამ ხორცი და ნიჟარა ერთმანეთს არ დაშორდება. ნიჟარისგან გათავისუფლებულ ხორცს მოსდევს წვრილი ნაწილი რასაც აჭრიან (ეს ის ადგილია რომელიც ნიჟარის სიღმეშია და გარეთ არ გამოდის - მისი კუჭნაწლავი). აქვე უნდა აღინიშნოს რომ ყველა საკვებად გამოსაყენებელი ლოკოკინის ის ნაწილი რასაც ნიჟარის გარეთ გამოდის (თავი და ფეხი) იჭმევა, ხოლო რაც მის შიგნით რჩება (კუჭნაწლავი) შერჩევითად იჭმევა, ლოკოკინის სახეობის განსაზღვრით. გასათვალისწინებელია რომ თუ არ ვიცით რას მიირთმევს ბუნებაში ლოკოკინა ჯობია არჩევანი ფერმის ლოკოკინაზე გაკეთდეს, სადაც კონტროლდება მისი რაციონი. ფერმის ლოკოკინის არჩევისას უპირატესობა ბუნებრივ პირობებთან მიახლოებულზე უნდა შეჩერდეს რადგან სათბურში გაზრდილი ლოკოკინის ხარისხი ბევრად დაბალია. კერძის გასალამაზებლად იყენებენ კარგად გარეცხილ ნიჟარებსაც.

 მესხეთში ლოკოკინას კარგად გარეცხვის შემდგომ ახლად ადუღებულ წყალში ყრიან სადაც 10 წუთს აჩერებენ. (ზოგადად მოლუსკებს დიდხანს

მომზადება არ სჭირდებათ). შემდგომ გემოვნებით აყრიან მარილს. მისართმევად კი იყენებენ კბილის ჩხირს რითაც იღებენ ნიჟარიდან და გემრიელად მირთმევენ. განსხვავებით ვაზის ლოკოკინისა მისი მთლიანი ტანი იჭმევა. თავდაპირველად ნებისმიერ შემთხვევაში ის უნდა მოიხარშოს, შემდგომ შეიძლება შეწვაც. მას იყენებენ მრავალფეროვან კერძებში მათ შორის აკეთებენ ხინკალს. მესხური ლოკოკინა არეგულირებს სისხლის წნევას და ზრდის ორგანიზმში ბედნიერების ჰორმონ ენდორფინის რაოდენობას. 1 კილო ლოკოკინის მოსამზადებლად 150 ცალი საშუალო ზომის მოლუსკია საჭირო. 1 კილო შეიძლება 20 ლარად და მეტადაც გაიყიდოს. მის შემადგენლობაში 1/3-დით მეტი ცილაა ვიდრე ქათმის კვერცხში. ლოკოკინას ხორცი გაჯერებულია პროტეინით იგივე ცილით, რომელშიც არ არსებობს ქოლესტერინი. ამდენად ის დიეტურ პროდუქტად ითვლება. დადასტურებულია, რომ ლოკოკინების ხორცი შეიცავს დაახლოებით 10%-ით მეტ ცილას, ვიდრე იგივე რაოდენობის ქათმის ხორცი. გარდა ამისა, დელიკატესი მდიდარია სასარგებლო ელემენტებით, როგორიცაა მაგნიუმი, რკინა, კალციუმი და B ჯგუფის

ვიტამინები.

ჰელიქს ასპერსა მაქსიმა. – (Helix Aspersa Maxima) იგივე ,,დიდი ნაცრისფერი" – (Gros Gris)

მას ეძახიან ლოკოკინას. მათ სამართლიანად შეიძლება ეწოდოს ბაზრის ახალი ლიდერი. ფერმერებს ისინი უყვართ ზრდის ტემპის გამო - ერთი სეზონი საკმარისია მოგების მისაღებად. ხოლო გურმანები აფასებენ ხორცის დახვეწილ გემოსა და კვების ღირებულებას, რომელიც შეიცავს რეკორდული რაოდენობის რკინას, კალციუმს, მაგნიუმს და B ჯგუფის ვიტამინებს. მას ძირითადად ფერმაში ამრავლებენ ბუნებრივ პირობებთან მიახლოებულობით. ,,ჰელიქს ასპერსა მაქსიმას’’ შეუძლია ერთ ჰექტარზე 8 - 12 ტონა ხორცის მიცემა მეპატორნისთვის.
სამეგრელოში კერძოდ ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიბულაში 2019 წელს უკვე დაარსდა ლოკოკინების ფერმა. ისინი იზრდებიან რეპროდუქციულ არეალებში (სპეციალურ შემოღობილ ტერიტორიებზე, მის ლორწოს უფრთხილდებიან, ამიტომ ღობეები სპეციალურად ისეთია რომელზეც ლორწოს ვერ დახარჯავენ. ცოცხალი ლოკოკინის 1კგ-ს ფასი 3-7 €-მდე მერყეობს. იტალიური ლოკოკინა ჰელიქს ასპერსა მაქსიმა 50 დან 90

კვერცხამდე დებს. ინკუპაციისთვის სჭირდებათ 3 კვირა.

ჰელიქს ასპერსა მიულერ - (Helix aspersa Müller) იგივე "პატარა ნაცრისფერი" - ("petit gris")

ზომით უფრო მცირეა, ვიდრე "მსხვილი ნაცრისფერი", მაგრამ ისინი უფრო სწრაფად აღწევენ სარეალიზაციო ზომებს. ჰელიქსის გვარის ყველაზე ძვირადღირებული სახეობაა ხორცის უნიკალური გემოსა და სინაზის გამო. ის უფრო მომთხოვნია გარკვეული პირობებისადმი ვიდრე Helix Aspersa Maxima. მაგრამ მისი მომზადება უმარტივესია, რადგან არაა საჭირო კუჭნაწლავის მოცილება. მოზრდილ მიულერს აქვს ნიჟარის დიამეტრი 25-დან 40 მმ-მდე და სიმაღლე 35 მმ-მდე. მისი წონა 6-დან 10 გრამამდეა.

მისი სახეობის ლოკოკინების ზრდის ოპტიმალური ტემპერატურაა ,,ცელოფნის გვირაბში’’ დაახლოებით 15-20 °C გრადუსია, ხოლო ღია პარკებში დაახლოებით 20-25 °C. სანაშენე ოთახში ოპტიმალური ტემპერატურაა 16-19 °C. მოსარწყავი წყლის ტემპერატურა დაახლოებით 15 °C, ხოლო ღია პარკებში ცივი წყალია რეკომენდებული.

   მესხური ლოკოკინა

ქართველებისთვის ლოკოკინა ტრადიციულ კერძს წარმოადგენს. კერძოდ

მესხურ სამზარეულოში ის დელიკატესად ითვლება. მესხურ ლოკოკინას ახასიათებს ღია ყვითელი ფერი, ყავისფერი ზოლებით. გამოსაზამთრებლად იზიდავს ისეთი ადგილი სადაც მოახერხებს საფრთხისგან დამალვას. ასეთ ადგილს წარმოადგენს კლდის დაქანებული ფერდობები, მცირე ქვიანი-ბალახიანი თბილი ნესტიანი ადგილები. აღსანისნავია ადგილობრივი ბუჩქოვანი მცენარე გლერძი, რომლის ენდემური სახეობის ფესვებთანაც ხშირად პოულობენ ლოკოკინას. ლოკოკინის მოძიების პერიოდი 7 თვე გრძელდება სექტემბრიდან მარტის ბოლომდე, პირველ დაქუხებამდე. ცნობილია რომ თბილი სეზონის დროს ნაპოვნს მწარე გემო აქვს. შეწყვილების შემდგომ 6 დან 8 კვირამდე პერიოდი სჭირდება კვერცხის დასადებად. ისინი ამისთვის ამზადებენ პატარა ორმოს - ბუდეს, სადაც რქების უკანა ნაწილიდან დებენ კვერცხებს, ინკუპაციისთვის ორი კვირაა საჭირო.

სამწუხაროდ მესხები ლოკოკინის გადაჭარბებული მოპოვებისას არა მხოლოდ ეს მოლუსკი არამედ გლერძის ენდემიც ნადგურდება, რადგან ლოკოკინის მაძიებელნი მის ფესვებს ანადგურებენ. აღსანისნავია რომ ამ მცენარეს თავისი წვლილი შეაქვს

ნიადაგის გამაგრებასი მეწყერ შაშიშ ზონაში. ბოტანიკოსების აზრით ლოკოკინის მაზიებლებს შეუძლიათ მცენარიდან გამხმარი ნაწილის მოშორება,რაც სასარგებლო და აუცილებელიც კია, რითაც დაეხმარებიან ამ ენდემს და შესაბამისად მესხური ლოკოკინის პოპულაციასაც.

ვაზის ლოკოკინალათ - (Helix pomatia)

ზამთრის სუსხსგან დასამალად ფოთლების ქვეშ იმალება ან თხრის ნიადაგს 6-დან 30 სმ-მდე. ის ხშირად გვხვდება ადამიანის საცხოვრებელთან ახლოს (ბაღებში, პარკებში, ეზოებში). ეს სახეობა უფრო ნელა იზრდება ვიდრე ,,მიულერი’’ ან ,,მაქსიმა’’. ნიჟარის ფერი მისი ზრდასთან ერთად იცვლება, ყვითელი-ყავისფერიდან, ყავისფერ-თეთრისკენ. 5 მუქი და 5 ღია ზოლი გასდევს პირველი 2-3 სპირალს მთელ სიგრძეზე. კახეთში ეს ლოკოკინა დიდ ზიანს აყენებს ვაზს, ის ფაქტი რომ მისი საკვებად გამოყენება შეიძლება თავისთავდ გულისხმობს იმას რომ მისი ვაზიდან მოშორების პრობლემა უფრო მარტივად გადაწყდება ვიდრე აქამდე. ფრანგული კულინარია ევროპის მასშტაბით დიდი სახელით სარგებლობს. რომლის, ერთერთ, ღირსშესანიშნავ კერძს ,,ესკარგოს’’

სწორედ ვაზის ლოკოკინების

საშუალებით ამზადებენ. აღსანიშნავია ბურგუნდიის პროვინციის ვაზის ლოკოკინები სადაც გაჩნდა მისი მეორე სახელი (ბურგუნდიელი). ყურძნის ლოკოკინას სამი წელი სჭირდება გასაზრდელად. ის ზრდით ჩამორჩება Helix Aspersa- ს თუმცა მასთან შედარებით უფრო დიდ ზომებს აღწევს. ზრდასრულის ნიჟარა 40-45 მმ დიამეტრია წონა კი 35 გრამამდე. ბუნებაში თუ საფრთხე არ ემუქრება შეუძლია 20 წელიც კი იცოცხლოს, არსებობს დარეგისტრირებული ჩანაწერი რომლის მიხედვითაც ადამიანის სახლის პირობებში 30 წელს იცოცხლა ერთერთმა ინდივიდმა.

 

     

 

 წყარო: დავით ცაცებაშვილი
                       Fermeri.Ge ©

 

სტატიის ავტორი დავით ბზიშვილი