სასარგებლო ინფორმაცია

დაბლობსა და მაღლობში ფუტკრის ოჯახების ...

„სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტომ“, ...

ფრინველის ჯამრთელობა, მისი პროდუქტიულობა, ...

აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ...

ეფექტური სოფლის მეურნეობის წარმოება შესაბამისი ...

          ავოკადო კრემისებური ტექსტურის ხილია, ...

სიდამპლეები ფუტკრის ბარტყის გადამდები ...

ნერგის მომზადება - ნერგები გამოყავთ პოლიეთილენის  პარკებში, რომელიც არის 3კგ. ტევადობის და 20х30სმ ზომის.

სუბსტრატი: ალუვიალური ნიადაგი +ტორფკომპოსტი (1:2).  პარკებში  რგავენ, მარტ-აპრილის თვეში, ტრიფოლიატის არანაკლებ 3მმ დიამეტრიან თესლნერგებს. ადრე შემოდგომაზე ხდება ლიმონის ნერგების დამყნობა, ტრიფოლიატის 5-6 სმ. დიამეტრის მქონე საძირეებზე. ლიმონის ხარისხიან ნერგებს, რომელებიც გამზადებულია დასარგავად, 10-15 სმ სიმაღლის  შტამბი უნდა ჰქონდეთ, ასევე კარგად განვითარებული ფესვთა სისტემა და 2-3 ძირითადი ტოტი.

დასარგავი ორმო - მონიშნულ ადგილებში, დარგვის წინ, 30 სმ. სიღრმის და 40 სმ. სიგანის ორმოს ამოიღებენ და 10 კგ. გადამწვარი ნაკელი ან ტორფნაკელიანი კომპოსტი და სუპერფოსფატი 50 გრ. შეაქვთ მასში. მჟავე ნიადაგებში სასურველია 1 კგ. დეფეკაციური ტალახი იქნეს შეტანილი დამატებით. დამუშავებულ ნიადაგზე დასარგავი ორმოების წინასწარი ამოღებაა საჭირო. 0,4–0,5 მ სიღრმის და 1 მეტრი დიამეტრის უნდა იყოს ორმო. ცალ–ცალკე იწყობა ორმოდან ამოღებული მიწის ფენები. დარგვამდე 2–3 კვირით შემდეგნაირად ავსებენ ორმოებს:  მიწის ზედა ფენას ურევენ ორგანულ სასუქს 20–25 კგ რაოდენობით; 0,6–0,8 კგ სუპერფოსფატს, მძიმე ნიადაგებს 30 კგ–მდე ქვიშას და მჟავე ნიადაგებს კირს.

სტანდარტული, კარგი ფესვთა სისტემის მქონე  და  1–2 წლიანი ნერგებით წარმოებს დარგვა. აუცილებელია დაზიანებული ტოტებისა და ფესვების მოჭრა ნერგზე დარგვის წინ. გაზაფხულზე და შემოდგომაზეა შესაძლებელი დარგვა.  წუნწუხში ამოავლებენ ფესვებს დარგვამდე, შემდეგ ორმოში ათავსებენ და მიწას აყრიან და ტკეპნიან. გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ დარგული ნერგის ფესვის ყელი იყოს ნიადაგის ზედაპირიდან 3–4 სმ სიმაღლეზე. თითოეულ მცენარეზე 1 ვედრო წყლის ანგარიშით ხდება მცენარის მორწყვა და შემდეგ უკვე ჭიკოზე უნდა აიკრას. მორწყვის შემდეგ, 1 მ დიამეტრით, 10-12 სმ სისქის  ორგანული მულჩით, ხდება ნიადაგის ზედაპირის დამულჩვა. გაზაფხულზე - 25 მარტიდან აპრილის ბოლომდე, ხოლო შემოდგომაზე - 20 სექტემბრიდან 20 ოქტომბრამდე ირგვება ნერგი. კონტეინერული წესით გამოყვანილი ნერგი  შეიძლება დაირგოს წლის ნებისმიერ დროს.

დარგვის სქემები - მცენარეთა შორის 2-2.5 მ-ის გავრცელებული დარგის სქემა, ხოლო მწკრივთაშორის დაშორებაა - 4-5 მ.

კვების არე - ფერდობებსა და ვაკე ადგილზე 15 გრადუსამდე დაქანების ნიადაგის მთლიანი  დამუშავებისას იგვება მცენარეები სწორკუთხოვნად. 2 მეტრი უნდა იყოს ლიმონისათვის მცენარეთაშორის  მანძილი, ხოლო რიგთაშორის - 4 მეტრი. 1250 ძირი ლიმონი დაეტევა ერთ ჰექტარზე ასეთი განლაგებით. სავეგეტაციო პერიოდის განმავლობაში ლიმონის ნარგაობის ორმეტრიანი ზოლი 3-4-ჯერ მუშავდება და მცენარეული მასით იმულჩება. რიგთაშორის 2-3 მ-იან ზოლებში სიდერატებს თესავენ ან ბალახს ტოვებენ. 10-15სმ. სიღრმეზე ბარავენ რიგთაშორისებს ახალგაზრდა ბაღში, ხოლო ზრდასრულ პლანტაციაში 4-5 წელიწადში ერთხელაა რეკომენდირებული ნიადაგის მსუბუქი დამუშავება.

ნიადაგის განოყიერება და მცენარის კვება  -  ნიადაგის აგროქიმიური ანალიზის შედეგების მიხედვით საჭიროა დადგინდეს ლიმონის პლანტაციაში შესატანი მინერალური ელემენტების ზუსტი დოზები. ყოველწლიურად, ლიმონის პლანტაციაში საჭიროა თითოეულ ძირზე  ორგანული და მინერალური საკვები ელემენტების შეტანა შემდეგი რაოდენობით:

  • 1-დან 5 წლამდე ასაკის პლანტაციაში: კალიუმი K: 50 გრ./თითოეულ ხეზე (სუფთა ნივთიერება); ფოსფორი P: 150 გრ./თითოეულ ხეზე (სუფთა ნივთიერება); აზოტი N: 30-40 გრ./თითოეულ ხეზე (სუფთა ნივთიერება);  ორგანული სასუქი: 15-25კგ./თითოეულ ხეზე (სუფთა ნივთიერება).
  • 6-დან 10 წლამდე პლანტაციაში: კალიუმი K: 100-120 გრ./თითოეულ ხეზე (სუფთა ნივთიერება);  ფოსფორი P: 300 გრ./თითოეულ ხეზე (სუფთა ნივთიერება); აზოტი N: 100-150 გრ./თითოეულ ხეზე (სუფთა ნივთიერება); ორგანული სასუქი: 30 კგ./თითოეულ ხეზე (სუფთა ნივთიერება).
  • 10 წლის და მეტი ასაკის მქონე პლანტაციაში: კალიუმი K: 100-120 გრ./თითოეულ ხეზე (სუფთა ნივთიერება); ფოსფორი P: 300 გრ./თითოეულ ხეზე (სუფთა ნივთიერება); აზოტი N: 200-250 გრ./თითოეულ ხეზე (სუფთა ნივთიერება); ორგანული სასუქი: 30-40 კგ./თითოეულ ხეზე (სუფთა ნივთიერება)

 

ფოსფორიანი და კალიუმიანი სასუქები შესაძლებელია ნარევის სახით შევიტანოთ  შესაბამისი დოზებით. კარგად უნდა დაიფხვნას გოროხები შერევის წინ. რაც შეეხება აზოტიან სასუქებს, ის ცალკე შეაქვთ, პირველად ნორმის 60% მარტში, ხოლო მეორედ - ნორმის 40% ყვავილობის შემდეგ 15 ივნისამდე. მობნევით ხდება მინერალური სასუქების შეტანა, როგორიცაა ტორფნაკელიანი მინერალური სასუქების კომპოსტი. კალიუმის მარილი და ფოსფორი ადრე გაზაფხულზე შეაქვთ. მიკროელემენტების შეტანა, როგორიცაა მაგნიუმი და თუთია, ხდება ყოველწლიურად გაზაფხულზე ფოთლებზე შესხურებით, შემდეგი ნარევით: თუთია (500 –1000 მგ/ლიტ).+მანგანუმი (300–700მგ/ლიტ), შესაძლებელია მათი ცალ–ცალკე შესხურება.

 გამოყენებული ლიტერატურა:

  1. http://www.agropedia.ge/news/716
  2. https://agrokavkaz.ge/dargebi/mebageoba/limoni-niadagis-shercheva-nakvethis-dagegmva-da-nergebis-dargva.html

https://srca.gov.ge/files/%E1%83%AA%E1%83%98%E1%83%A2%E1%83%A0%E1%83%A3%E1%83%A1%E1%83%98%E1%83%A1_%E1%83%90%E1%83%92%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%A2%E1%83%94%E1%83%A5%E1%83%9C%E1%83%9D%E1%83%9A%E1%83%9D%E1%83%92%E1%83%98%E1%83%90.pdf

სტატიის ავტორი სოფო ედიშერაშვილი