გამომწვევი სოკო - Colletotrichum acutatum J.H.

ოპტიმალური პირობები გაჩენისათვის:

  • ტემპერატურა: 20-25°C
  • ჰაერის შეფარდებითი ტენიანობა: 90%-ზე მეტი.

დაავადების სიმპტომები. ანთრაქნოზის სიმპტომები ჩნდება ლურჯი მოცვის ფოთლებზე, ნაყოფებზე და ყლორტებზე.

დაავადებულ ფოთლებზე ფორმირდება მოწითალო-ყავისფერი ლაქები. ამავე დროს, ნაყოფზე ჩნდება ჩაზნექილი უბნები და მათ ზედაპირზე კი შეინიშნება ნარინჯისფერი ფიფქი. ანალოგიური სახის ჩაზნექილი უბნები წარმოიქმნება დაავადებული მცენარის ყლორტებზეც.

სომპტომების გამოვლენის პერიოდები: გაზაფხული, ზაფხული.

ბრძოლა/წამლობები:

  • ნაკვეთების სისტემატური გასუფთავება მცენარეული ნარჩენებისაგან.

მოცვის ჟანგა

გამომწვევი სოკო - Naohidemyces vaccinii (Wint.).

ოპტიმალური პირობები გაჩენისათვის:

  • ტემპერატურა: 20-25°C
  • ჰაერის შეფარდებითი ტენიანობა: 70%-ზე მეტი.

სიმპტომები. ჟანგას გამომწვევი სოკო ორბინიანია, მისი მეორე პატრონ-მცენარეა ნაძვი. დაავადების გაჩენისას მოცვის ფოთლის ზედაპირზე წარმოიქმნება მოწითალო-ყავისფერი ლაქები, ხოლო ფოთლის ფირფიტის ქვედა მხარეს კი ფორმირდება ნარინჯისფერი მეჭეჭები. ამ ფორმით დაზიანებული ფოთლები ყვითლდება და ნაადრევად ცვივა.

სიმპტომების გამოვლენის პერიოდები: გაზაფხული, ზაფხული.

ბრძოლა/წამლობები:

  • ნაკვეთების სისტემატური გასუფთავება მცენარეული ნარჩენებისაგან.

ალტერნარიოზი

გამომწვევი სოკო - Alternaria tenuissima (Kunze).  

ოპტიმალური პირობები გაჩენისათვის:

  • ტემპერატურა: 19-20°C
  • ჰაერის შეფარდებითი ტენიანობა: 80%-ზე მეტი.

სიმპტომები. ალტერნარიოზის სიმპტომების გამოვლენა ხდება კულტურის ფოთლებზე და ნაყოფებზე. დაავადებულ ფოთლებზე ვითარდება მოწითალო არშიის მქონე მოყავისფრო-ნაცრისფერი ლაქები. ამ ფორმით დაზიანებული ფოთლები ნაადრევად ცვივა.

ნაყოფებზე ჩნდება მუქი-მწვანე ფერის ფიფქით დაფარული დაზიანებული უბნები, ნაყოფი რბილდება და შრება. დაავადებული ნაყოფის შენახვისას მის ზედაპირზე ვითარდება მონაცრისფრო-მწვანე შეფერილობის მქონე ობი.

სიმპტომების გამოვლენის პერიოდები: გაზაფხული, ზაფხული.

ბრძოლა/წამლობები:

  • ნაკვეთების სისტემატური გასუფთავება მცენარეული ნარჩენებისაგან.
  • შენახვის ოპტიმალური პირობების დაცვა.
  • დაზიანებული ნაყოფების მოცილება საწყობებიდან.

ნაცრისფერი სიდამპლე

გამომწვევი სოკო - Botrytis cinerea.

ოპტიმალური პირობები გაჩენისათვის:

  • ტემპერატურა: 15-20°C
  • ჰაერის შეფარდებითი ტენიანობა: 85%-ზე მეტი.

სიმპტომები. ნაცრისფერი სიდამპლით დაავადებულ ლურჯი მოცვის ფოთლებზე ჩნდება ყავისფერი ლაქები, ფოთოლი იგრიხება და დეფორმირდება.

ყვავილები და ნაყოფი იფარება ნაცრისფერი ფიფქით. საბოლოოდ, ასეთი ნაყოფები ლპება.

სიმპტომების გამოვლენის პერიოდები: გაზაფხული, ზაფხული, შემოდგომა, ზამთარი.

ბრძოლა/წამლობები:

  • ნაკვეთების სისტემატური გასუფთავება მცენარეული ნარჩენებისაგან.
  • შენახვის ოპტიმალური პირობების დაცვა.
  • დაზიანებული ნაყოფების მოცილება საწყობებიდან.

ფომოპსისი

გამომწვევი სოკო - Phomopsis vacinii Schear.

ოპტიმალური პირობები გაჩენისათვის: დაავადების განვითარებისათვის ოპტიმალურ გარემოს ქმნის ჰაერის მაღალი შეფარდებითი ტენიანობა და დაბალი ტემპერატურა.

სიმპტომები. ფომოპსისით ავადდება ლურჯი მოცვის ფოთლები და ყლორტები. მცენარის ყლორტის წვეროებზე არსებული ფოთლები წითლდება, იხვევა და ჭკნება. ყლორტებზე ჩნდება ყვითელი არშიის მქონე მონაცრისფრო ლაქები. დროთა განმავლობაში ვითარდება ქერქის დამწვრობა და ყლორტი იწყებს ხმობას.

სიმპტომების გამოვლენის პერიოდები: ზაფხული, შემოდგომა.

ბრძოლა/წამლობები:

  • ნაკვეთების სისტემატური გასუფთავება მცენარეული ნარჩენებისაგან.
  • დაზიანებული ყლორტების მოცილება და განადგურება.

 ნაცარი

გამომწვევი სოკო - Microsphaera vaccinii (Schwein.) Cooke & Peck. 

ოპტიმალური პირობები გაჩენისათვის:

  • ტემპერატურა: 25-26°C
  • ჰაერის შეფარდებითი ტენიანობა: 60-80% მეტი.

სიმპტომები. დაავადებულ ფოთლებზე წარმოიქმნება მოწითალო-ყავისფერი უბნები, რომლებზეც ვითარდება თეთრი ფერის ფიფქი. დროთა განმავლობაში ფოთლები ნაოჭდება, შრება და ნაადრევად ცვივა.

სიმპტომების გამოვლენის პერიოდები: ზაფხული, შემოდგომა.

ბრძოლა/წამლობები:

  • ნაკვეთების სისტემატური გასუფთავება მცენარეული ნარჩენებისაგან.

ბაქტერიული კიბო

გამომწვევი სოკო - Pseudomonas syringae Van. Hall.  

ოპტიმალური პირობები გაჩენისათვის:

  • ტემპერატურა: 20-23°C
  • ჰაერის შეფარდებითი ტენიანობა: 40-60% მეტი.

სიმპტომები. დაავადებული მცენარის ახალგაზრდა ღეროებზე ჩნდება სხვადასხვა ფერის წყლულოვანი უბნები. დაავადებისათვის ასევე დამახასიათებელია ყლორტების წვეროების ჭკნობა და კვირტების დაღუპვა.

სიმპტომების გამოვლენის პერიოდები: გაზაფხული, ზაფხული, შემოდგომა, ზამთარი.

ბრძოლა/წამლობები:

  • ძლიერ დაავადებული მცენარეების მოცილება ნაკვეთებიდან.
  • ნაკვეთების სისტემატური გასუფთავება მცენარეული ნარჩენებისაგან.

 

 გამოყენებული ლიტერატურა

 

  1. კენკროვანი კულტურების პოტენციალი ადგილობრივ და საექსპორტო ბაზრებზე.

 იხ. https://agrokavkaz.ge/, უკანასკნელად იქნა გადამოწმებული 10.03.2022.

  1. ლურჯი მოცვი - დარგვა, მოვლა, პლანტაციის გაშენება. იხ. http://www.agropedia.ge/, უკანასკნელად იქნა გადამოწმებული 15.03.2022.
  2. ლურჯი მოცვი - დარგვა, მულჩირება, მოშენება, ბიზნესი. იხ. https://agrokavkaz.ge/, უკანასკნელად იქნა გადამოწმებული 14.03.2022.
  3. მოცვის წარმოების აგროტექნოლოგია. იხ. https://gfa.org.ge/, უკანასკნელად იქნა გადამოწმებული 10.03.2022.

სოფლის მეურნეობა და ლოჯისტიკა. იხ. https://gcfund.ge/, უკანასკნელად იქნა გადამოწმებული 12.03.2022.

სტატიის ავტორი ქეთი ჯოჯიშვილი