სასარგებლო ინფორმაცია

დაბლობსა და მაღლობში ფუტკრის ოჯახების ...

„სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტომ“, ...

ფრინველის ჯამრთელობა, მისი პროდუქტიულობა, ...

აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ...

ეფექტური სოფლის მეურნეობის წარმოება შესაბამისი ...

          ავოკადო კრემისებური ტექსტურის ხილია, ...

სიდამპლეები ფუტკრის ბარტყის გადამდები ...

ხემარწყვა ანუ მარწყვის ხე - წარმოადგენს მანანასებრთა ოჯახს.

ნაყოფი კენკრასებრია და წააგავს მარწყვისას. ფოთლები ტყავისებრი და წვრილი, ხოლო ყვავილები - ვარდისფერი ან თეთრი აქვს. მარადმწვანე მაღალი ბუჩქები ან პატარა ხეებია. ხემარწყვა ძირითადად ხმელთაშუა ზღვისპირეთში, ცენტრალურ და ჩრდილოეთ ამერიკასა და დასავლეთ აზიაშია გავცელებული. მსოფლიოში  ცნობილია ხემარწყვას ორი სახეობა:

  • Arbutus andrachne - წითელი ხემარწყვა, რომელსაც ახასიათეებს შედარებით წვრილი ნაყოფები.
  • Arbutus unedo - ჩვეულებრივი ხემარწყვა, რომელსაც მსხვილნაყოფა ხემარწყვასაც უწოდებენ.

 

რაც შეეხება საქართველოს, აქ ხემარწყვას მხოლოდ ერთი სახეობა იზრდება - წითელი ხემარწყვა (Arbutus andrachne), რომელიც მცირე რაოდენობით გავცელებულია აფხაზეთსა და აჭარაში. საქართველოს „წითელ წიგნში“ არის შეტანილი როგორც იშვიათი და გადაშენების გზაზე მდგომი მცენარე. ხემარწყვა ნელა იზრდება და ცოცხლობს დიდხანს. 10 წლის მცენარის სიმაღლე საშუალოდ 2-2,5 მეტრია, 50 წლის მცენარის სიმაღლე კი 5 მეტრამდე აღწევს.

გამრავლების წესები - როგორც თესლის საშუალებით არის შესაძლებელი ხემარწყვას გამრავლება, ასევე მცირე ზომის ნერგების გადარგვით, რომელიც გულისხმობს გამრავლების ერთიდაიმავე მეთოდს, რადგან ნერგიც თესლი თესვის შედეგადაა მიღებული. ვეგეტატიურადაც არის შესაძლებელი ხემარწყვას გამრავლება - კალმების აჭრის საშუალებით. ასეთ დროს ყლორტებს აჭრიან ახალგაზრდა მცენარეებს და შემდგომ რგავენ. თუმცა ნაკლებადაა გავრცელებული გამრავლების ეს მეთოდი.

მარწყვის ხის გამრავლების სრული პროცედურა, თესლის საშუალებით, შემდეგი ეტაპებისაგან შედგება:

  • თესლის მიღება ნაყოფისაგან - ამ მხრივ აღსანიშნავია რომ ნაყოფი ყოველთვის შეიცავს აღმოცენებისუნარიან თესლს.
  • თესლის სტრატიფიკაცია - ეს პროცესი გრძელდება ორი თვის განმავლობაში. ამ დროს თესლები მოთავსებულნი არიან სუბსტრატში, რომელიც შედგება 7 წილი ზედაპირული ტორფი (ანუ ტორფი, რომელიც სრულად არ არის დაშლილი) და 3 წილი მდინარის ქვიშა.
  • თესლის დალბობა - სტრატიფიკაციის პერიოდის შემდეგ თესლებს ალბობენ თბილი წყლით ერთი კვირის განმავლობაში.
  • თესვა - დალბობის შემდეგ თესლი ითესება მიწით სავსე ქოთანში 1,5 სმ-ის სიღრმეზე, რის შემდეგაც ქოთანს ათავსებენ თბილ ადგილას.
  • მორწყვა - აღმოცენება გრძელდება 2-3 თვის განმავლობაში. ამ პერიოდში საჭიროა სისტემატური მორწყვა ისე, რომ არ მოხდეს ნიადაგის გამოშრობა.

 

ხაზგასასმელია ის ფაქტი, რომ თითქმის ყველა ტიპის, რეაქციის არეს (pH) მქონე და ნებისმიერი მექანიკური შემადგენლობის ნიადაგზე იზრდება კარგად. სწორედ ამიტომ არის შესაძლებელი მისი წარმოებისათვის ნებისმიერი ბაღიდან აღებული მიწა. იქნას გამოყენებული.

 

მოვლა - ყვავილობის და ნაყოფების ფორმირების ეტაპებზე წყლისადმი განსაკუთრებით მომთხოვნია მცენარე, სწორედ ამიტომ მისი რეგულარული მორწყვაა აუცილებელი ამ პერიოდში. გასათვალისწინებელია ის, რომ გვალვაგამძლე მცენარეა ხემარწყვა და დაუშვებელია მისი ნიადაგის ზედმეტი დატენიანება. მნიშვნელოვნად უნდა შეიზღუდოს მისი მორწყვა ზამთრის განმავლობაში. ოპტიმალური ტემპერატურა, მცენარის ზრდა-განვითარებისათვის, არის 20-25°C. ძლიერ სინათლის მოყვარულია მცენარე და კარგ განათებას მოითხოვს. ზაფხულობით, დახურულ შენობაში გაზრდის შემთხვევაში, მცენარეების გარეთ გატანაა სასურველი დღის განმავლობაში ან შენობის ისეთ ადგილზე მოთავსება, სადაც მაქსიმალურად დიდხანს ხვდება მზის სხივები და არის ჰაერის კარგი ცირკულაცია.

კომპლექსურ მინერალურ სასუქებს იყენებენ სახლის პირობებში, ქოთანში დარგული მარწყვის ხეების გამოკვებისათვის. ზრდის სტიმულირებისათვის კალიუმისა და აზოტის შემცველ მინერალურ სასუქებზე უნდა გაკეთდეს უმთავრესი აქცენტი. სასუქების შეტანა არ შეიძლება, თუ ზამთრის პერიოდში 10-12°C-ზე ნაკლებია ტემპერატურა.

 

გასხვლა და ფორმირება - მარწყვის ხის გასხვლა შესაძლებელია დეკორატიული და სანიტარულ-ჰიგიენური მიზნებით, რაც გულისხმობს მცენარისათვის სასურველი ფორმის მიცემას და დაბერებული ან გამხმარი ტოტების სისტემატურ მოცილებას. ზამთრის დადგომისას, როდესაც მცენარე დაასრულებს ნაყოფმსხმოიარობას, საჭიროა მოხდეს შესაბამისი ტემპერატურული პირობების უზრუნველყოფა, იმისათვის რომ მცენარე გადავიდეს მოსვენების პერიოდში. ამ შემთხვევაში ოპტიმალურ ტემპერატურულ რეჟიმად ითვლება 3-დან 10°C-მდე.

 

გამრავლება - ხემარწყვას გამრავლება თესლის საშუალებით და მცირე ზომის ნერგების გადარგვით არის შესაძლებელი.  თესლის საშუალებით მარწყვის ხის გამრავლების სრული პროცედურა შედგება შემდეგი ეტაპებისაგან: ერთი კვირის განმავლობაში,  თბილ წყალში, უნდა ჩაალბოთ თესლი დათესვამდე. დალბობის შემდეგ კი თესლი მიწით სავსე ქოთანში 1,5 სმ-ის სიღრმეზე ითესება, რის შემდეგ თბილ ადგილას ათავსებენ ქოთანს.  სუბსტრატი უნდა იყოს შვიდი წილი ტორფი + სამი წილი ქვიშა. 2-3 თვის განმავლობაში გრძელდება აღმოცენება. სისტემატური მორწყვა საჭიროა ამ პერიოდში ისე, რომ ნიადაგის გამოშრობა არ მოხდეს. აღსანიშნავია, რომ ხემარწყვა კარგად იზრდება თითქმის ყველა ტიპის ნიადაგში.

 

 

 

გამოყენებული ლიტერატურა:

  1. http://www.agropedia.ge/news/547

http://mcenareebi.com.ge/load/gare_mtsenareebi/kheebi_da_buchkebi/martsqvis_khe_anu_khemartsqva_misi_movla_arbutus/11-1-0-257