ბანანი (Musa) - მრავალწლოვან მცენარეთა გვარის ბანანისებრთა ოჯახიდან.

კულტურული ჯიშებისა - ხშირად უთესლო, 15 სმ-მდე სიგრძის. მტევანში შეიძლება განვითარდეს 300-მდე ასეთი ნაყოფი, რომელთა საერთო წონა 50-60 კგ-ს აღწევს. მსხმოიარობის შემდეგ ბანანის მიწისზედა ნაწილი ხმება. დაახლოებით 60-70 სახეობა გავრცელებულია აფრიკის, აზიისა და ავსტრალიის ტროპიკებსა და სუბტროპიკებში.   ბანანი ერთ-ერთი უძველესი კულტურაა.

        მისი ნაყოფი ძვირფასი საკვები და საექსპორტო პროდუქტია. ბანანის კულტურული ფორმების ნაყოფი შედგება კანისა (40%) და ტკბილი ფქვილოვანი რბილობისაგან (60%), რომელიც შეიცავს 14-22% შაქარს, 5,8% სახამებელსა და 1,5%-მდე პროტეინს. ბანანის ნაყოფს იყენებენ როგორც ნედლად, ისე გამხმარს. მისგან ამზადებენ ბანანის ფქვილს, კონსერვს, მარმელადს, სიროფს, ღვინოს.

        ბანანი ბოლომდე დაუფასებელი ხილი. ის შესაძლოა ნაკლებ ეგზოტიკურია, ვიდრე მანგო, მაგრამ ნამდვილად საოცრად მდიდარია ვიტამინებითა და სხვა სასარგებლო ნივთიერებებით, რომლებიც ადამიანს ყოველდღიურად ესაჭიროება. კერძოდ, ბანანში შედის დიდი რაოდენობით უჯრედისი, საქაროზა, ფრუქტოზა, რაც ადამიანის ორგანიზმს ენერგიით ამარაგებს. თუ რეგულარულად მიირთმევთ ბანანს, აღმოაჩენთ, რომ მალე თავს ბევრად უკეთ იგრძნობთ. მიუხედავად მაღალკალორიულობისა, დამტკიცებულია, რომ ბანანი არაერთ პრობლემასთან გამკლავებაში ეხმარება ადამიანს.

რისთვის და რა დაავადების დროსაა ბანანი სასარგებლო?

        ჰიპერტონია - დადგენილია, რომ ჰიპერტონიკებს, როგორც წესი, კალიუმის ნაკლებობა აწუხებთ, მარილები კი, პირიქით, მათ ორგანიზმში დიდი რაოდენობითაა. კალიუმი მარილებს აკავშირებს და ორგანიზმიდან გამოდევნის. ამიტომაცაა სასარგებლო კალიუმით მდიდარი ბანანი მაღალი წნევის მქონეებისთვის.

        სტრესი - ბანანი სამართლიანად მიიჩნევა საუკეთესო ანტისტრესულ ხილად. ის შეიცავს ნივთიერებათა ცვლისა და სტრესის დონეზე გავლენის მომხდენ აუცილებელ ვიტამინებსა და მიკროელემენტებს.

        მხედველობა - ბანანში შემავალი А ვიტამინი დიდ გავლენას ახდენს მხედველობაზე. ქალებს ესაჭიროებათ დღეში 700 მიკროგრამი А ვიტამინი, ხოლო მამაკაცებს - დაახლოებით 900 მიკროგრამი.

        შეკრულობა და მეტეორიზმი - ბანანი შეიცავს ნივთიერება პექტინს, რომელიც მძიმე ლითონებსა და სხვა ტოქსინებს გამოდევნის ორგანიზმიდან. ბანანი შესანიშნავი პრობიოტიკია, რომელიც საჭმლის მონელებას ასტიმულირებს. გარდა ამისა, ეს ხილი ამცირებს გაზწარმოქმნას ორგანიზმში და მოქმედებს როგორც რბილი საფაღარათო საშუალება.

შაქრის დონე და კრიტიკული დღეები - ბანანი შეიცავს B6 ვიტამინს, რომელიც პოზიტიურ გავლენას ახდენს შაქრის დონეზე და ამცირებს კრიტიკული დღეების ნეგატიურ სიმპტომებსაც. გარდა ამისა, ეს ვიტამინი ადამიანს ეხმარება მუცლის შებერილობის დროს და ამცირებს განწყობის გაღიზიანებას.

დეპრესია - ბანანი შეიცავს ტრიპტოფანს, რომელიც ხელს უწყობს ჰორმონ სეროტონინის გამომუშავებას. მართალია, ეს ხილი ვერ დაგეხმარებათ სერიოზულ დეპრესიასთან გამკლავებაში, მაგრამ ორი ცალი ბანანი დღეში ნამდვილად გადაგალახინებთ მსუბუქ ნაღველს.

წონის კლება - ბანანი შეიცავს ბევრ წყალში ხსნად უჯრედისს. როდესაც ბოჭკოები საჭმლის მომნელებელ ტრაქტში ხვდება, წყალს ისრუტავს და საჭმლის მონელებას ანელებს, რის გამოც ადამიანი უფრო დიდი ხნის განმავლობაში გრძნობს თავს მაძღრისად.

 

ზემოთ ჩამოთვლილის გარდა, ბანანს სხვა სასარგებლო თვისებებიც აქვს. კერძოდ:

  • ამცირებს მჟავარეფლუქსსა და გულძმარვას. ერთი ცალი ბანანი შესამჩნევად ამსუბუქებს მდგომარეობას;
  • სასარგებლოა ანემიის დროს, ვინაიდან შეიცავს დიეტური რკინის აუცილებელ რაოდენობას, რაც სისხლის წითელი სხეულებისა და ჰემოგლობინის გამომუშავებას ასტიმულირებს;
  • კუჭის წყლულის დროსაც კი ბანანი შეგიძლიათ შეუზღუდავი რაოდენობით მიირთვათ. მისი რბილი და ფაფისმაგვარი ტექსტურა გარს ეკვრის კუჭს და იცავს მას აგრესიული მჟავებისგან.

 

სტიკერი ბანანზე - მარტივი და აუცილებელი ინფორმაცია თქვენთვის

  • კვლევებით დადასტურებულია, რომ რაც უფრო გადამწიფებულია ბანანი, მით მეტია მასში სპეციფიკური არაუჯრედული ცილა კახექსინი (იგივე კახექტინი). ეს არის კიბოს საწინააღმდეგო ნივთიერება, რომელიც ორგანიზმში ანომალიურ უჯრედებს ებრძვის, ანუ აჩერებს სიმსივნის განვითარებას და ვირუსების გამრავლებას.
  • გარდა ამისა, გადამწიფებულ ბანანში მეტი რაოდენობითაა უჯრედისი, С ვიტამინი, ასევე В ჯგუფის ვიტამინები, კალიუმი და ანტიოქსიდანტები.
  • თუმცა არც მცირედ დამწიფებული ბანანია ნაკლებად სასარგებლო. საქმე ისაა, რომ მათში ცოტაა შაქარი, ამიტომ ჯერ კიდევ მწვანე ბანანის ჭამა მეორე სტადიის დიაბეტიკებს შეუძლიათ.
  • გარდა ამისა, უმწიფარი ბანანი შეიცავს პრობიოტიკურ ბაქტერიებს და დიდი რაოდენობით სახამებელსაც, რის გამოც ის შიმშილის გრძნობას ბევრად სწრაფად აკმაყოფილებს.

 

 

 

 

 

 

 

ბანანის სასარგებლო თვისებები:

1) პირველ რიგში, დაივიწყეთ მითი, რომ ბანანი ძალიან კალორიულია. ყოველთვის ჯობს, რომ ბანანით წაიხემსოთ, ვიდრე დაბალკალორიული კეფირით ან რომელიმე ფაფით. ბანანი შეიცავს დიდი რაოდენობით ბოჭკოს, რაც კუჭ-ნაწლავის მუშაობას უწყობს ხელს. პექტინი, რომელსაც ის შეიცავს, შეიწოვს სითხეს.

2) ბანანი შეიცავს კალიუმს, რომელიც სხვა საკვებში ნაკლებად გვხვდება და შესაბამისად, ამ ნივთიერების ნაკლებობა გვაქვს. კალიუმი დადებითად მოქმედებს გულის კუნთზე და გვეხმარება, რომ კარგ ფორმაში ვიყოთ. ექსპერტები გვირჩევენ, რომ ბანანი შევჭამოთ აქტიური ვარჯიშის შემდეგ, რათა კუნთის ტკივილი შევამციროთ, ეს კი კალიუმისა და მაგნიუმის დამსახურებაა.

3) თუ ბანანს ხშირად მიიღებთ, ის დადებითად აისახება თქვენს გარეგნობაზე - კერძოდ, ბანანი აქრობს სიშავეს თვალის ირგვლივ.

4) სუფთა სისხლძარღვები.

5) ბანანი ეხმარება ადამიანებს დეპრესიის დაძლევაში. ბანანი შეიცავს ისეთ ამინომჟავას, როგორიცაა ტრიპტოფანი, რომელიც ადამიანის ტვინში აღძრავს დადებით ემოციებს.

6) რთული და მძიმე სამუშაოს შესრულებისას გადაღლილობის თავიდან ასაცილებლად კარგი საშუალებაა ბანანის ჭამა, რადგანაც ის ადამიანს ძალიან დიდ ენერგიას მატებს.

7) ბანანი შეიცავს დიდი რაოდენობით B6 ვიტამინს, რომელიც ხელს უწყობს სისხლის თეთრი უჯრედების ნორმალურ ფუნქციონირებას, გვაცილებს ანემიის განვითარებას.

8) თუ ბანანს ღამით მიიღებთ, ის შეამცირებს კუნთის კრუნჩხვებს. სისხლძარღვების გამავლობის გაუარესების მიზეზი ქოლესტერინია, რომელიც ათეროსკლეროზსაც იწვევს. ბანანი შეიცავს ფიტოსტეროლს, რომელიც ორგანიზმში ქოლესტერინის კონცენტრაციას ამცირებს.

9) დახმარება დიაბეტის დროს. ტროპიკური ხილი სახამებლის განსაკუთრებულ (რეზისტენტულ) სახეობას შეიცავს, რაც შაქრის დიაბეტის მეორე ტიპის შემთხვევაში ადამიანის მდგომარეობას აუმჯობესებს. აღსანიშნავია, რომ უფრო დიდი რაოდენობით ეს ნივთიერება მწვანე ბანანებში გვხვდება. შედარებისთვის, თუ საშუალო ზომის მწვანე ბანანი სახამებლის 12,5 გრამს შეიცავს, მწიფე ბანანში ეს რიცხვი 5 გრამს არ აღემატება.

10) ბანანი შეიცავს დიდი რაოდენობით კალიუმს და მცირე რაოდენობით მარილს, რაც იმას ნიშნავს, რომ ის იდეალური საკვებია იმ ადამიანებისთვის, რომლებიც დაავადებულნი არიან ჰიპერტენზიით.

11) ბანანის ჭამა დაგეხმარებათ პრემენსტრუალურ სინდრომთან გამკლავებაში, როდესაც იგრძნობთ სიმპტომებს, მიირთვით ბანანი, მას აქვს საკმარისი ძალა, მოგიხსნათ ეს პრობლემა.

12) ბანანი სასარგებლოა ადამიანის საჭმლის მომნელებელი ორგანოებისთვის, რადგან ის შეიცავს დიდი რაოდენობით პექტინს, რომელიც საკმაოდ ეფექტურია ტოქსინების დასაშლელად და იცავს ნაწლავის მიკროფლორასაც.

13) ბანანის კანი ხალხურ მედიცინაში გამოიყენება დამწვარი ადგილის განსაკურნებლად. ამისთვის მის შიდა მხარეს დაზიანებულ ადგილზე ადებენ.

14) ასაკის მატებასთან ერთად ადამიანი კარგავს კალციუმს, ბანანი კი დაკარგული კალციუმის შესავსებად საუკეთესო გზაა, კალციუმი საჭიროა ძვლების სიმტკიცისათვის.

 

 

 

 

 

გამოყენებული ლიტერატურა

 

  1. რატომ უნდა მიირთვათ ბანანი ყოველდღე: დასახელდა მნიშვნელოვანი მიზეზები. იხ. https://sputnik-georgia.com/ , უკანასკნელად იქნა გადამოწმებული 30.05.2022.
  2. ბანანი. იხ. https://mkurnali.ge/ , უკანასკნელად იქნა გადამოწმებული 30.05.2022.

 

ქეთი ჯოჯიშვილი