სასარგებლო ინფორმაცია

დაბლობსა და მაღლობში ფუტკრის ოჯახების ...

„სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტომ“, ...

ფრინველის ჯამრთელობა, მისი პროდუქტიულობა, ...

აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ...

ეფექტური სოფლის მეურნეობის წარმოება შესაბამისი ...

          ავოკადო კრემისებური ტექსტურის ხილია, ...

სიდამპლეები ფუტკრის ბარტყის გადამდები ...

           ბროწეული (Punica granatum) არის ბროწეულისებრთა ოჯახიდან, ფოთოლმცვივანი ეკლიანი მცენარე.

აქვს კიდემთლიანი ტყავისებრი ფოთლები, რომელთაგან ზოგი დიდია, სურისებრი; ნორმალურად განვითარებული ნასკვი, ბუტკო და სამტვრე აქვს, იძლევა ნაყოფს. ბროწეული ნიადაგისადმი ნაკლებმომთხოვნია, ველურად იზრდება მცირე აზიის, ჩრდილო-დასავლეთ ინდოეთის, ირანის, ამიერკავკასიის მთიან რაიონებში. საქართველოში ბროწეული გაშენებულია უმთავრესად კახეთში, ქართლში, იმერეთსა და აჭარაში. ბროწეულის წვენი შეიცავს: 8-19% შაქარს, 0, 3-9% ლიმონის მჟავას, ტანინსა და C ვიტამინს.

          ბროწეული არის ერთ-ერთი ძირძველი ანტიკური პერიოდის ხილის სახეობა (კენკრა). აღმოჩენის პერიოდიდან დღემდე ითვლება ერთ-ერთ უძლიერეს ანტიოქსიდანტად. ძირითადად მწიფდება სექტემბერ-ოქტომბრის თვეებში.

          ბროწეულის დადებითი თვისებების კონკრეტიზაციაზე გადასვლამდე, მოკლედ მიმოვიხილოთ ამ ხილში შემავალი ის ვიტამინები და მინერალები, რომელიც ადამიანის ჯანმრთელობისათვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ზემოთ აღნიშნული ხილი მდიდარია: A, C, E, B1, B2, PPვიტამინებით, აგრეთვე მინერალებით: რკინა, იოდი, კალციუმი, კალიუმი და სალიციუმი. ბროწეულის წვენი ხელს უწყობს ადამიანის მომნელებითი სისტემის გამართულ ფუნქციონირებას. მისი მიღება რეკომენდირებულია სისხლნაკლებობის და რადიაციული დასხივების დროს.

          მოვლა

          ბროწეული სინათლის მოყვარული, გვალვა და ყინვაგამძლე (იტანს — 160C) მცენარეა. ბროწეული, ერთის მხრივ, ამჟღავნებს რა გვალვაგამძლეობის უნარს, მეორე მხრივ, მოითხოვს საკმაო ტენს ნიადაგში და მაღალ მოსავალს მხოლოდ მორწყვის დროს იძლევა. ზედმეტმა მორწყვამ შესაძლოა გამოიწვიოს ფესვების დალპობა.

          უფრო მეტი გვალვაგამძლეობა ახასიათებს ველურ ბროწეულს, ვიდრე კულტურულს. მიუხედავად იმისა, რომ ბროწეული საკმაოდ გვალვაგამძლეა, ნიადაგის ზედმეტად გაუწყლოება იწვევს მცენარის ზრდის შენელებას, ხოლო ძლიერი გვალვის დროს ზრდა მთლიანად ჩერდება, ადგილი აქვს ყლორტებისა და ფოთლების წვერის ხმობას, ფოთლების გაყვითლებას და ცვენას. ბროწეულის მოვლა ძირითადად გამოიხატება, დროულ და ზომიერ მორწყვაში, ბუნებრივ მულჩირებაში, საჭიროებისამებრ ორგანულ (ან მინერალურ) კვებაში, ბუჩქის ფორმირებასა და გასხვლაში.

 

      მოსავალი

          ბროწეული პირველ მოსავალს მესამე წელს იძლევა (სრული მოსავლიანობა მეხუთე-მეექვსე წლიდან). ბროწულის კარგი ნაყოფიერება საშუალოდ 15-20 წელი გრძელდება. შემდეგ კი შეიძლება მისი განახლება როგორც ახალი ნარგავით, ასევე ძველი ნარგავის ტოტების გადაჭრით. კარგი მოვლისა და შესაბამის პირობების შემთხვევაში, ერთი ხის მოსავალი 50-60 კგ აღწევს.

 

          ბროწეულის დადებით თვისებებზე საუბარი რომ დავიწყოთ, შესაძლოა ვერც ამოვწუროთ, თუმცა რამოდენიმეს დღევანდელ სტატიაში გაგაცნობთ:

 

  1. ბროწეული, როგორც ერთ-ერთი უძლიერესი ანტიოქსიდანტი, ხელს უშლის სიბერეს. აქედან გამომდინარე თუ მიირთმევთ საკმაო რადენობის ბროწეულს, უფრო ახალგაზრდული შეხედულება გექნებათ.

 

  1. ბროწეულის წვენი ეფექტურია ღვიძლის პროფილაქტიკისთვისაც, მარტივად შეუძლია დაზიანებული ღვიძლის ქსოვილის აღდენა.

 

  1. კარგად იცავს თირკმელებს.

 

  1. გულის დაავადებების წინააღმდეგ ეფექტური საშუალებაა.

 

  1. პოლიფენოლები და ფლავონოიდები, რომელსაც შეიცავს ბროწეული, ეფექტურად მუშაობს კიბოს წინააღმდეგ.

 

  1. შეიცავს ბლომად C- ვიტამინს, რაც ადამიანის დღიურ C -ვიტამინის ნაკლებობას 16% ავსებს. (მხოლოდ ერთი საშუალო ზომის ბროწეული)

 

  1. K- ვიტამინის საშუალებით ძვლების პრობლემაც ნაკლებად გექნებათ.

 

  1. მეცნიერთა მტკიცებით, ბროწეულის კურკა შეიცავს ცხიმებს, რომლებიც ორგანიზმში ჰორმონალურ ბალანსს აღადგენს. ამდენად, ნუ უგულვებელყოფთ ბროწეულის კურკებს, მიირთვით ისინი, მით უფრო, თუ თავის ტკივილებს, მტკივან მენსტრუალურ ციკლს, ან კლიმაქსს უჩივით.

 

  1. ბროწეული ძალიან ცოტა ოდენობით შეიცავს კალორიას, რაც იმის მიმანიშნებელია, რომ არის საკმაოდ დიეტური.

 

  1. არის არტერიული წნევის მარეგულირებელი. თუ მაღალცხიმიანი საკვები თქვენს წნევაზე უარყოფითად იმოქმედებს, მხსნელად ბროწეული მოგევლინებათ. მასში შემავალი ნივთიერებების წყალობით ის აუცილებლად დაარეგულირებს თქვენს არტერიულ წნევას. ბროწეულის მარცვლების ჭამა სასარგებლოა ჰიპერტონიით დაავადებულთათვის.

 

          დადებითი თვისებების შემდეგ, გადავიდეთ ბროწეულის უარყოფით თვისებებზე. ზოგადად ბროწეულს და ბროწეულის წვენს მნიშვნელოვანი უარყოფითი თვისება არ გააჩნია, თუმცა ბროწეულისადმი ალერგიულ ადამიანებს ზოგჯერ მცირედი პროლემები ექმნებათ, ამიტომ უნდა მიმართოთ ექიმს. გადაჭარბებული რაოდენობით ბროწეულის მიღება იწვევს წნევის აწევას. საბოლოოდ, არცერთ შემთხვევაში არ გამოიყენოთ ბროწეულის ფესვები, რომელიც მომწამლავ ტოქსინებს შეიცავს.

 გამოყენებული ლიტერატურა

 

  1. ბროწეული - ეს აუცილებლად უნდა იცოდეთ. იხ. https://agrokavkaz.ge/dargebi/ , უკანასკნელად იქნა გადამოწმებული 30.05.2022.
  2. ბროწეული. იხ. https://planta.ge/articles/ , უკანასკნელად იქნა გადამოწმებული 30.05.2022.

ქეთი ჯოჯიშვილი