ნიადაგის დამუშავება არის ადამიანის კულტურულ მექანიკური ზემოქმედება ნიადაგზე მისი ნაყოფიერების გადიდების მიზნით. ნიადაგის დამუშავების დროს სხვადასხვა სასოფლო-სამეურნეო იარაღებით ხდება ზედაფენის გაფხვიერება.

მულჩირება — ნიადაგის მოშიშვლებული ნაწილის გადაფარვა სხვადასხვა საშუალებებით. მოწოდებულია აღმოფხვრას ან შეამციროს ის არასასურველი მოვლენები, რომლებსაც იწვევს ნიადაგის ზედაპირზე მცენარეული საფარის უქონლობა.

საღი და ძლიერი ჩითილის მისაღებად აუცილებელია თესლის წინასწარ მომზადება. თესლის წინასწარ მოსამზადებელი ღონისძიებები ზრდის მის აღმოცენების ენერგიას, არახელსაყრელი პირობებისადმი გამძლეობის უნარს, სპობს თესლზე არსებულ დაავადებათა გამომწვევებს და ხელს უწყობს მოსავლის ნაადრევ შემოსვლას.

ვაროატოზის გამომწვევი ტკიპა - ვაროა არის სქესგაყოფილი თვალით შესამჩნევი ტკიპა, აქვს კარგად განვითარებული კიდურები რომლითაც კარგად მოძრაობენ. და მისაწოვარი ხორთუმი, რომლითაც ზამთრის პერიოდში წოვენ ფუტკრის ლიმფას. თავისი ბიოლოგიით მისი არსებობა, გამრავლება, როგორც პარაზიტის, დამოკიდებულია მთლიანად ფუტკარზე. მდედრი ვაროა 10 - 15 ცალ კვერცხს დებს ფუტკრის ბარტყიან უჯრაში. გამოჩეკილი ვაროა იკვებება და ვითარდება ჭუპრის სხეულით. ამიტომ ის უჯრედში კვდება, ან იჩეკება შრომისუუნარო, სუსტი, განუვითარებელი, ხშირად უფრთო ფუტკარი, რომელიც მალე იღუპება.

ყვავილის მტვერი -  ეს არის მცენარის ყვავილის მტვრიანადან მუშა ფუტკრის მიერ მოპოვებული მცენარის  მამრი ნაწილი ანუ ფეხგუნდა. მოგეხსენებათ, ყვავილის მტვერი 240-მდე აქტიურ ნივთიერებას შეიცავს, რომელთა შორისაა - ყველა  აუცილებელ ამინომჟავა. აღნისნული კი მნიშვნელოვან როლს თამაშობს ადამიანის ორგანიზმის ნორმალური ფუნქციონირების პროცესში და ასევე, მნიშვნელოვანია სიცოცხლისუნარიანობის ამაღლებისთვის.

საქართველოს კლიმატი, გეოგრაფიული მდებარეობა, კულტურული თაფლოვანი მცენარეული საფარი და მეფუტკრეობის განვითარებისთვის კარგი მრავალფეროვანი ველური საფარი საშუალებას იძლება მოხდეს მაღალი ხარისხის სხვადასხვა სახეობის თაფლის წარმოება.

 საქართველოში დახურულ  გრუნტში ბოსტნეული კულტურების მოსავლიანობის გაზრდა მნიშნელოვანი საქმე, რათა ქვეყან რაც შეიძლება ნაკლებად იყოს იმპორტზე და სრულად დაიკმაყოფილოს მოთხოვნილება.

მეურნე ადამიანი, საგაზაფხულო სამუშაოების შემსუბუქებისთვის სწორედ ამ თვეში იწყებს აქტიურ ზრუნვას.

თებერვლის თბილ დღეებში, ყურადღებით უნდა დავათვალიეროთ ხეხილის ხეები, უნდა მოვაშოროთ შემორჩენილი ფოთლები და ნაყოფი-ხშირად სწორედ მათში იზამთრებს ნაყოფის სიდამპლე, რამაც შეიძლება დაავადოს ნარგავები და შეამციროს მოსავლიანობა.