ჩინური, ანუ ჩინებული ქართლის ერთ-ერთი ყველზე საუკეთესო და ცნობილი თეთრწყურძნიანი ვაზის საღვინე ჯიშია. ქართლის მოსახლეობაში ჩინურის დამატებით სახელებად ცნობილია -  კასპური და კასპური თეთრი. ამავე სახელებს ვხვდებით აგრეთვე მევენახეობის სპეციალურ ლიტერატურაშიაც. თუ როდის წარმოიშვა ჩინური ქართლის ტერიტორიაზე ან როგორი ევოლუცია განიცადა მან საუკუნეთა მანძილზე, ამის შესახებ არავითარი ცნობები არ მოიპოვება.

თქვენ შეიძინეთ ღვინო საკმაოდ შეღავათიან ფასად და ეჭვი გეპარებათ მის ხარისხში? ფიქრობთ, გამოიყენოთ თუ არა კვერცხი, რომელიც კარგა ხანია დევს თქვენი მაცივრის თაროზე? გაინტერესებთ, ნატურალურია თუ არა თაფლი, რომელსაც გამყიდველი დიდი მონდომებით გთავაზობთ? - ეს პოსტი დაგეხმარებათ შეამოწმოთ თქვენთვის საინტერესო პროდუქტების ხარისხი და ვარგისიანობა.

მაშ ასე, მოდი ვნახოთ, როგორ უნდა გამოვიცნოთ, ნატურალურია პროდუქტი თუ ფალსიფიცრებული? ვადაგასულია თუ ახალი?

შავკაპიტო ქართლის აბორიგენული წითელყურძნიანი ვაზის საღვინე ჯიშია. შავკაპიტოს შიდა ქართლის თითქმის ყველა რაიონში შეხვდებით. მათ შორის ისეთ რაიონებშიც, სადაც მეღვინეობა საუკუნეების მანძილზე ყოველთვის ნაკლებად იყო განვითარებული.
შავკაპიტო განსაკუთრებით კარგად გორისა და კასპის რაიონში, ასევე ცხინვალის მიმდებარე სოფლებში ხარობს. დიდი ლიახვის ხეობის ზემო წელის სოფლებში (ისტორიული სამაჩაბლო) შავკაპიტო ძირითადად დაბლარად იყო გაშენებული.

ხახვი უძველესი კულტურაა, ადამიანი მას მოიხმარს ჯერ კიდევ ჩვენს ერამდე რამდენიმე საუკუნით ადრე. ხახვის სამშობლო აზიაა, მის გარეულ ფორმებს დღესაც ვხვდებით ავღანეთის, ირანისა და თურქმენეთის მთებში.

ხახვს, მისი შემადგენელი ფიტონციდების წყალობით ბაქტერიოციდული თვისებები აქვს და ორგანიზმს დაავადებათა მიკრობების სეზონური შეტევებისგან იცავს. ეს რკინით მდიდარი პროდუქტი ანემიის პროფილაქტიკისთვის საიმედო საშუალებაა. ხახვში ბევრია კალიუმი, ასკორბინის მჟავა და ასევე სხვა ვიტამინები და მინერალები.

საქართველოში აღწერილია კულტურული ვაზის 500 ზე მეტი ქართული ჯიში, ასეთი მრავალფეროვნება კიდევ ერთხელ მიანიშნებს იმ ფაქტზე, რომ საქართველოში კულტურული მევენახეობა ათასწლეულებს ითვლის.

საქართველოში აღწერილია კულტურული ვაზის 500 ზე მეტი ქართული ჯიში, ასეთი მრავალფეროვნება კიდევ ერთხელ მიანიშნებს იმ ფაქტზე, რომ საქართველოში კულტურული მევენახეობა ათასწლეულებს ითვლის.

ზომიერად მიღებული ღვინო ძალიანა ჰრგებს  ადამიანსა, ამაღლებს და აღონიერებს ძარღვებს მოქმედებისათვის, ადამიანის აგებულებას, კუჭსა ჰშველის კარგად მოხარშვას და მონელებას საჭმლისას და ყოველ ამით აძლიერებს ძალსა და საცხოვრისას.

 ილია ჭავჭავაძე

 

მონო და პოლიფლორული თაფლი

წარმოშობის მიხედვით თაფლი შეიძლება იყოს მონო ან პოლიფლორული. პირველს განეკუთვნება აკაციის, ცაცხვის, მზესუმზის ან სხვა რომელიმე მცენარისაგან მიღებული თაფლი, ხოლო მეორეს — მდელოს მრავალნაირი ყვავილისაგან ან ტყის თაფლოვანთა ნექტრისაგან მიღებული თაფლი.

ნატურალურ თაფლს მასში გლუკოზის ან ფრუქტოზის მაღალი კონცენტრაციის გამო ახასიათებს კრისტალიზაცია. ეს პროცესი სწრაფად მიმდინარეობს 13-14°C ტემპერატურაზე. ფუტკრის თაფლი შეიძლება იყოს ფიჭიანი ან გამოწურული. როგორც ერთი, ისე მეორე მაღალი კვებითი ღირებულებითა და სამკურნალო თვისებებით გამოირჩევა.

მისი მაღალი კვებითი ღირებულება და სამკურნალო თვისებები განისაზღვრება არა მარტო ადვილად ასათვისებელი შაქრების დიდი რაოდენობით, არამედ ფიზიოლოგიურად სრულფასოვანი მინერალური ნივთიერებების, ფერმენტების, ვიტამინებისა და ანტიმიკრობული ნივთიერებების შემცველობითაც.

ნატურალური თაფლი აძლიერებს ნივთიერებათა ცვლას, ახდენს ბაქტერიოციდულ, ანთების საწინააღმდეგო და მატონიზებელ მოქმედებას, აჩქარებს ქსოვილების აღდგენას, აწესრიგებს საჭმლის მომნელებელი სისტემის მუშაობას, ასტიმულირებს შინაგანი ორგანოებისა და იმუნური სისტემის მუშაობას.