„სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტომ“, „სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის თანადაფინანსების პროგრამაში“ განაცხადების მიღება დაიწყო. ერთ ბენეფიციარზე თანადაფინანსების მოცულობა შესასყიდი სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის ღირებულების არაუმეტეს 50%-ს უნდა შეადგენდეს, მაგრამ 150 000 ლარს არ უნდა აღემატებოდეს.

რას ნიშნავს მიწის მიზნობრივი დანიშნულების შეცვლა?

მიწა შეიძლება იყოს როგორც სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების, ასევე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების. მოქმედი კანონმდებლობით შესაძლებელია სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს შეეცვალოს მიზნობრიობა და გადაყვანილ იქნეს არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთად (და არა პირიქით).

რომელი მიწის ნაკვეთები ექვემდებარება მიზნობრივი დანიშნულების შეცვლას?

მიწის მიზნობრივი დანიშნულების შეცვლას ექვემდებარება სარეკრეაციო ტერიტორიების და ქალაქ თბილისის და ბათუმის ადმინისტრაციულ საზღვრებში მოქცეული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწები და ასევე სხვა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწები. 

მიწის მიზნობრივი დანიშნულების შეცვლას არ ექვემდებარება სარეკრეაციო ტერიტორიების საზღვრების გარეთ მდებარე, საქართველოს მოქალაქეების (კომლების, ოჯახების) კერძო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები, მათზე მესაკუთრის პირადი საცხოვრებელი სახლის, სამეურნეო და დამხმარე ნაგებობის მშენებლობის შემთხვევაში.