სასარგებლო ინფორმაცია

დაბლობსა და მაღლობში ფუტკრის ოჯახების ...

„სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტომ“, ...

ფრინველის ჯამრთელობა, მისი პროდუქტიულობა, ...

აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ...

ეფექტური სოფლის მეურნეობის წარმოება შესაბამისი ...

          ავოკადო კრემისებური ტექსტურის ხილია, ...

სიდამპლეები ფუტკრის ბარტყის გადამდები ...

დაბლობსა და მაღლობში ფუტკრის ოჯახების განვითარებისა და ღალიანობის ვადებზე სხვადასხვა ფაქტორები ახდენს გავლენას, მათ შორის აღსანიშნავია  კლიმატურ პირობები, რაც თავის მხრივ დამოკიდებულია ადგილის მდებარეობაზე (ზღვის დონიდან სიმაღლე და ა.შ). ცნობილია, რომ დაბლობსა და მთას შორის ფუტკრის ოჯახების განვითარებაში დაახლოებით 2-3 კვირიანი სხვაობა შეინიშნება. თუმცა მეფუტკრის მიერ ჩასატარებელი სამუშაოების კალენდარული ვადები  მაინც პირობითია და მეფუტკრისგან  ფუტკრის ოჯახებსა და ბუნებაზე მუდმივ დაკვირვებასა და ანალიზს მოითხოვს.

ევროკავშირის  მცენარეთა დაცვაზე ორიენტირებული კანონმდებლობა მიზნად ისახავს ნარგავების, ხილის ბოსტნეულის, ყვავილების, დეკორატიული და ველური მცენარეების დაცვას მავნებლებისა და დაავადებებისგან. ამისათვის ევროკავშირი ახდენს ასეთი ორგანიზმების ევროკავშირის ტერიტორიაზე შემოსვლის პრევენციას. ამ მიზნის საფუძველია ევროსაბჭოს 2000/29/EC დირექტივა, ზოგადი პრინციპები კი დაფუძნებულია საერთაშორისო მცენარეთა დაცვის კონვენციის (International Plant Protection Convention (IPPC) დებულებებზე.

აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) სოფლის მეურნეობის პროგრამა წლიური საგრანტო პროგრამის ფარგლებში იწყებს განცხადების მიღებას.

პროგრამის მიზანია, დააფინანსოს ინოვაციური იდეები, რომლებსაც შეუძლიათ მნიშვნელოვანი ზეგავლენა მოახდინონ სოფლის მეურნეობის პროდუქტების წარმოების ღირებულებათა ჯაჭვზე - კენკრა, მწვანილი, კურკოვანი ხილი, ვაშლი, მალფუჭებადი ბოსტნეული, მანდარინი, სუფრის ყურძენი და კაკლოვანი კულტურები (გარდა თხილისა. პროგრამა არ ითვალისწინებს ბაღების გაშენებას. გრანტის მიმღების თანამონაწილეობა - 60% ნაღდი ფულით და/ან კრედიტის სახით.

დეტალური ინფორმაცია პროგრამის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ მოცემულ ლინკზე -https://jobs.ge/ge/?view=jobs&id=260277

განაცხადის წარდგენის ბოლო ვადა: 31 დეკემბერი

არასტანდარტული ვაშლის ჩაბარების საერთაშორისო საბაზრო ფასის მკვეთრად შემცირების გამო, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო არასტანდარტული ვაშლის სუბსიდირების პროექტს განახორციელებს. პროექტის ფარგლებში, არასტანდარტული ვაშლის შესყიდვის შემთხვევაში, სახელმწიფო სუბსიდიას მიიღებენ ხილის გადამმუშავებელი ის კომპანიები, რომლებიც  2020 წლის 1 დეკემბრამდე, მეხილეობის სფეროში დასაქმებული ფიზიკური პირებისგან 1 კგ არასტანდარტულ ვაშლს არანაკლებ 0.22 ლარად შეისყიდიან, სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტო 1 კგ არასტანდარტულ ვაშლზე  0.10 ლარის ოდენობის სუბსიდიას გასცემს.

დადგენილება 1528

წყარო: სოფლის განვითარების სააგენტო - http://rda.gov.ge/projects/read/industrial_apple_%20sale_%20promotion_%20program/7:parent 

USAID-ის პროექტი "ზრდა საქართველოში", რომელსაც ახორციელებს "ქემონიქს ინთერნეიშენალი", აცხადებს საგრანტო კონკურსს ბოსტნეულის, კენკრისა და მწვანილის სასათბურე წარმოების განვითარების მიზნით ქვემო ქართლის, შიდა ქართლის, სამეგრელო ზემო სვანეთის, სამცხე-ჯავახეთის, მცხეთა-მთიანეთისა და კახეთის რეგიონების სამიზნე თემებში. (იხილეთ დანართი ბ - პროექტი ზრდა-ს სამიზნე თემების/სოფლების ჩამონათვალი).

საქართველოში ყველა პირობა არსებობს მეფუტკრეობის განვითარებისათვისქვეყანაში გავრცელებული 1000-ზე მეტი სახეობის თაფლოვანი მცენარეებიდან 100-150 სახეობა იძლევა თაფლის სასაქონლო პროდუქციას.