სასარგებლო ინფორმაცია

დაბლობსა და მაღლობში ფუტკრის ოჯახების ...

„სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტომ“, ...

ფრინველის ჯამრთელობა, მისი პროდუქტიულობა, ...

აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ...

ეფექტური სოფლის მეურნეობის წარმოება შესაბამისი ...

          ავოკადო კრემისებური ტექსტურის ხილია, ...

სიდამპლეები ფუტკრის ბარტყის გადამდები ...

მანდარინი უნდა გაისხლას ადრე გაზაფხულზე, ვეგეტაციის დაწყებამდე, როცა აღარ არის წაყინვების საშიშროება.

შეიძლება თბილ ზამთარშიც, ამ დროს გასხვლის ოპტიმალური დროს წარმოადგენს თებერვალი და მარტი. წლის განმავლობაში მცენარეს უნდა მოშორდეს ფერშეცვლილი, დაზიანებული, გადახლართული, ქვედა ტოტების დამჩრდილავი, გამხმარი და ქვედა ნაწილში–შტამბზე განვითარებული ტოტები. გაზაფხულის დათბობისაც უნდა მოიჭრას ცრუფარიანებით დაავადებული ტოტები. ყინვებით დაზიანების შემთხვევაში არ ისხვლება მანამ, სანამ გაზაფხულის ზრდა არ გვიჩვენებს დაზიანების ადგილს. ადრეულმა გასხვლამ შეიძლება გამოიწვიოს უფრო მნიშვნელოვანი დაზიანება.

გასხვლა არეგულირებს მეწლეულობას. როგორც წესი უხვი მსხმოიარეობის დროს მცენარეზე ახალგაზრდა ყლორტები არ წარმოიქმნება ან, უმნიშვნელო რაოდენობით ვითარდება, რის გამოც მომდევნო წელს ვღებულობთ მცირე რაოდენობის მოსავალს და ადგილი აქვს დიდი რაოდენობის ნაზრდების წარმოქმნას, სამაგეოროდ შემდგომში უხვმსხმოიარობის საფუძველია. სწორმა გასხვლამ შესაძლოა 30–35%–ით გაზარდოს მსხმოიარობა და შეამციროს მეწლეულობა, რისთვისაც მანდარინის ხეს უნდა შეუმცირდეს გასული წლის ნაზრდების გარკვეული რაოდენობა დაბალი მოსავლიანობის წლის შემდეგ. ე.ი მოსალოდნელი მაღალი მოსავლის წლის გაზაფხულზე.

 გასხვლის ტექნოლოგია - მანდარინის ხე უნდა გაისხლას ფრთხილად, რადგან მას გააჩნია ნაზი კანი. ტოტების მოჭრის დროს სასხლავი მაკრატელის მჭრელი ნაწილი მიმართული უნდა იყოს ხისკენ, რათა არ დაზიანდეს ტოტის ნაწილი ტოტი უნდა მოიჭრას ტოტის ყელიდან ერთი სანტიმეტრის დაცილებით ისე, რომ არ დაზიანდეს გამსხვილებული ნაწილი ტოტის დასაწყისში. ყელს აქვს უჯრედების ვიწრო სალტე, რომელიც ააქტიურებს გამამკრივებელი ქსოვილების წარმოქმნას ნასხლავის ირგვლივ და აწარმოებს შეხორცებას. ასევე ის წარმოშობს ანტისეპტიკურ ნივთიერებას, რომელიც იცავს ჭრილობას ლპობისაგან. ასეთი წესით გასხვლის დროს მალამოს წასმა ჭრილობაზე საჭირო არ არის. როდესაც ტოტი აჭრილია ღეროსთან ზედმეტად მახლოს, ის მოიცავს მცენარის ღეროსაც და მოჭრის ადგილზე შემდგომში ჩნდება ფუღურო, ხოლო გრძლად მოჭრისას ძნელად ხდება შეხორცება, ლპება და ვრცელდება ღეროსკენ, მსხვილი ტოტების გასხვლის დროს, ჩამოტყდომები და დარჩენილი ნაწილის დაზიანების თავიდან ასაცილებლად ტარდება სამჯერადი ჭრა:

  • პირველი ჭრა – განტოტვის ადგილიდან 25–30 სმ იჭრება ტოტის ქვემოდან 1/3 – 1/2 ნაწილი;
  • მეორე ჭრა – პირველი ჭრის ადგილიდან 3–4 სანტიმეტრის დაშორებით ტოტის ზემოდან მოჭრით ტოტის მოცილება;
  • მესამე ჭრა – საბოლოო ჭრა, რომლითაც ტოტი მოშორდება ღეროსთან შეერთების ადგილს.

 

ფორმირება - მცენარის ფორმირება იწყება სანერგედან. ნერგის გადაჭრა ხდება დარგვის დროს. თუ ღერო წვრილი და გრძელია ამ შემთხვევაში გადაჭრა ხელს უწყობს განივი და დაბალი ვარჯის განვითარებას, რომლის მოვლა და მოსავლის აღება უფრო ადვილია. ახალგაზრდა მცენარის სწორად ფორმირებისათვის მიწისკენ მიმართული ტოტები უნდა მოიჭრას, რათა განვითარდეს ზემოთ მიმართული ტოტები. ამისათვის ტოტი უნდა გადაიჭრას იმ იღლიის კვირტის შემდეგ, რომელიც ზემოთ არის მიმართული, რაც ხელს შეუწყობს კომპაქტური ვარჯის წარმოქმნას, რომლის ტოტები მიწიდან დაცილებული იქნება 55–75 სმ სიმაღლეზე. სასურველი ფორმის ფარჯის მიღების მიზნით რეგულარულად უნდა ტარდებოდეს არასწორად განვითრებული და ვარჯის გამახშირებელი, ზედმეტი ტოტებისმოცილება.

 მანდარინის მავნებლებთან და დაავადებებთან ბრძოლის მეთოდები - ეკოლოგიურად სუფთა და მაღალხარისხოვანი პროდუქტის მისაღებად საჭიროა მავნებლებისა და დაავადებების ინტეგრირებული მართვა. მავნებლების წინააღმდეგ ბრძოლის მეთოდების მართვის მიზანია არა მავნებლის მთლიანი განადგურება,არამედ მცენარის საკმარისი დაცვა, რომელიც საფუძველი იქნება შემდგომში დიდი რაოდენობის და მაღალხსარისხოვანი მოსავლის მიღება.

 

მავნებლებისა და დაავადებების ინტერგრირებული მართვა მოიცავს:

  • მავნე ორგანიზმებით გამოწვეული პრობლემების პრევენციას;
  • მავნე ორგანიზმების სწორ იდენტიფიკაციას და მოსავლის რისკის შეფასებას;
  • მავნე ორგანიზმების პოპულაციის მონიტორინგს,შეწამვლის აუცილებლობასა და დროის განსაზღვრას;
  • მართვის სხვადასხვა საშუალებების გამოყენებას : ბიოლოგიური, აგროტექნიკური, ფიზიკო–მექანიკური და ქიმიური.

 

მავნებლებით გამოწვეული პრობლემის პრევენცია გულისხმობს:

  • აზოტოვანი სასუქების სწორად გამოყენებას;
  • გასხვლას;
  • ნიადაგის განოყიერებას;
  • საფარი კულტურების გამოყენებას;
  • დრენაჟის გაუმჯობესებას;
  • მავნელების გამრავლების შეჩერების მიზნით აგრო ღონისძიებების დროულ ჩატარებას.

 

 

 მანდარინის ძირითადი მავნებლები - ციტრუსის ვერხცლისფერი ტკიპა, ციტრუსის ბეწვიანი წითელი ტკიპა,რბილი ცრუფარიანა,ფორთოხლისფერი ფარიანა,ჩინური ცვილისებური ფარიანა,ნარინჯოვანთა ყვითელი ფარიანა,ავსტრალიური ღარებიანი ფარიანა,მიხაკისებრი ფარიანა, ფრთათეთრა და სხვა.

     განვიხილოთ ზოგიერთი მათგანი:

 

ვერცხლისფერი ტკიპა – ტკიპა წუწნით აზიანებს ცირტუსოვანთა ფოთლებს, ნაყოფებს,კვირტებს და ყლორტებს.დაზიანებული ფოთლის ქვედა მხარეს ბრინჯაოსფერს ღებულობს ხოლო კვირტები და ყლორტები ჟანგისფერი ხდება.ლიმონის ნაყოფები, რომლებიც ჩრდილშია მოვერცხლო ფერს ღებულობს,ამიტომ ტკიპამ მიიღო სახელწოდება– ვერცხლისფერი.დაზიანებული ნაყოფი ვეღარ ვითარდება და საგრძნობლად ეცემა მისი ხარისხი. ტკიპას სხეული წაგრძელებულიააქვს ორი წყვილი ფეხი,მოყვითალო ფერისაა, სხეული თავისკენ განიერი,მჩხვლეტავი–მწუწნავი პირის აპარატით. ბოლოსკენ შევიწროვებული,შესამჩნევია მხოლოდ ლინზით,აქვს წვრილი ბეწვები, სხეულის სიგრძე 0,13 – 0,15 მმ–ია.

ზამთრობს ზრდასრული ტკიპა კვირტის ქერქის ქვეშ,ტოტების იღლიებში, ნაპრალებში, მეზამთრობიდან გამოდის აპრილში.პირველად თავსდება ფოთლებზე და იკვებება.შემდეგ ნაყოფებზე გადადის,კვერცხს დებს ახალგაზრდა ფოთლებზე და ნაყოფებზე. ერთი ტკიპა 26 მდე კვერცხს დებს. 3–4 დღეში იჩეკება,მატლები 7–10 დღეში ამთავრებენ ზრდას.ტკიპას განვითარების ოპტიმალური პირობებია 27–29 გრადუსი ტემპერატურა და 75–85 % ტენიანობა. დაბალ ტემპერატუტაზე განვითარება ფერხდება. ტკიპა წელიწადში 13–14 თაობას იძლევა. მცენარეზე ზიანის მიყენება იწყება გაზაფხულის ბოლოს და გრძელდება ზაფხულის ბოლომდე.კვების დროს ზიანდება ნაყოფის კანის უჯრედები და კანი იღებს მოწითალო ყავისფერს.

ვერცხლისფერ ტკიპას ბუნებრივი მტრები არ ჰყავს, პირველი წამლობა უნდა ჩატარდეს ივნისის დასაწყისში მაშინ, როდესაც მანდარინის ნაყოფი თხილისოდენა გახდება.წინააღმდეგ შემთხვევაში მანამდე ან შემდგომი წამლობა ნაკლებ ეფექტურია. წამლობის ჯერადობა დამოკიდებულია ტკიპას წინა წელს გავცრელების ხარისხზე. მინიმუმ 2 წამლობა უნდა ჩატარდეს. პირველი ივნისის დასაწყისში ,ხოლო მეორე –აგვისტოს ბოლოს,როდესაც უკვე შესამჩნევი ხდება ნაყოფზე დაზიანება. ვერცხლისფერი ტკიპას წინააღმდეგ გამოიყენება შემდეგი ქიმიური პრეპარატები: ენვიდორი, ომაიტი, ომუსი, მასაი,ვერტიმეკი და სხვა (ან სხვა შესაბამისი პრეპარატები).

 

ციტრუსოვანთა ბეწვებიანი წითელი ტკიპა – ტკიპა წუწნით აზიანებს ფოთლებს, ყლორტებს და ზოგჯერ ნაყოფსაც. დაზიანებული ფოთლები ყვითელი წერტილებით იფარება და საბოლოოდ ფოლები ქლოროზით დაავადებულს გავს. ახალგარზდა ყლორტები ხუჭუჭდება, მცენარე სუსტდება, ფოთლები იწყებენ ცვენას. ტკიპას სხეული მოწითალოა,ოვალური ფორმის, 4 წყვილი ფეხით,ზურგზე გააჩნია მეჭეჭები და გრძელი ბეწვი,მის რაოდენობას ბაღში ამცირებს მტაცებელი ხოჭო სტეტორუსი,ასევე ნადგურდება ვერცხლისფერი ტკიპას წინააღმდეგ ჩატარებული წამლობის დროს.

რაც შეეხება ცრუფარიანებს და ფარიანებს მათ ჰყავთ ბიოლოგიურ მტრები,ამიტომ მათ წინაამდეგ ქიმიური მეთოდი ნაკლებად არის გამოყენებული. თუ გავრცელების კერები შეინიშნება გაზაფხულზე და შემოდგომაზე, გამოყენებული უნდა იქნას ემულსია ანუ მინერალური ზეთი,რომელიც აპკის სახით გადაეფარება მავნებელს და ხელს უშლის სუნთქვაში. ზაფხულში ბაღში თუ გავრცელდა ფარიანები და ბუგრები რომლებიც ვრცელდებიან ახალაგარზდა ყლორტებზე და ფოთლებზე და იწვევენ მათ სიხუჭუჭეს, გამოყენებული უნდა იქნას შემდეგი პესტიციდები: პრიბან–4 ; აქტელიკი; ნემასოლი, სპინდორი, ბიიტალი (ან სხვა შესაბამისი პრეპარატები).

ეკოლოგიური თვალსაზრისით როგორც ზემოთ აღვნიშნეთ უფრო საინტერსოა ფარიანებისა და ცრუფარიანების წინაღდმეგ ბრძოლის ბიოლოგიური მეთოდი,რომლის ამოცანაა ენტომოფაგების და მიკროორგანიზმების გამოყენება მავნებლების წინააღმდეგ. რადგან ფერმერულ მეურნეობებში უამრავი ორგანიზმი არსებობს აქედან მხოლოდ მათი მცირე რაოდენობა არის მავნებელი. ბევრი ორგანზმი სასარგებლოა,რომლებიც შლიან ორგანულ მასას ამტვერიანებენ მცენარეებს ,ანადგურებენ მავნებლებს და ა.შ.

 

ბრძოლის ქიმიური მეთოდის ანუ პესტიციდების გამოყენებით მავნებელთან ერთად ნადგურდება ბევრი სასარგებლო ორგანიზმი. ამიტომ საჭიროა მოხდეს მავნებლის იდენტიფიცირება, სასარგელოა თუ მავნებელი და ამის შემდეგ გამოყენებული იქნას რომელიმე ბრძოლის ღონისძიება. ცრუფარიენბისა და ფარიანების წინააღმდეგ ქიმიური მეთოდი ნაკლებად არის გამოყენებული, მაგალითად ავსტრალიური ღარებიანი ცრუფარიანას ანადგურებს – ხოჭო როდოლია კარდინალი. რბილ ცრუფარიანას –კრიპტოლემუსი. მიხაკისფერი ფარიანას–ლინდორუსი.

იაპონური ცვილისებური ცრუფარიანას მრავალი მტაცებელი ხოჭოები.ზღვისპირა ცვილისებურ ცრიუფარიანას აკონტროლებს ხოჭო კრიპტოლემუსი. ჩინური ცვლისებური ცრუფარინების რაოდენობას ამცირებს ხოჭოები: ხილოკოკრუსები და ენტომოფტორული სოკო–ცეფალოსპორიუმი.

ნარინჯოვანთა ყვითელფარინების რაოდენობას ამცირებს მისი ბუნებრივი მტრები–ჭიამაია, ხილოკოკრუსები, პარაზიტები, ასპიდიოციფაგუსი და სხვა. ბუნებრივ მტრებს წარმოადგენენ აგრეთვე კრაზანები ბუზები, ობობები და სხვა.

ფრთათეთრა– დღეისათვის ფრთათეთრას რაოდენობა უმრავლეს ფერმერულ მეურნეობებში აღარ არის გავრცელებული, ხოლო ზოგიერთთან მინიმალურამდე არის დასული.

 ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტის მისაღებად თანამედროვე პირობებში მავნებლებისა და დაავადებების წიონააღმდეგ ფართოდ გამოიყენება ბიოლოგიურად აქტიური ნივთირებები რომლებიც უარყოფითად არ მოქმედებენ სასარგებლო ორგანიზმებზე.

 გამოყენებული ლიტერატურა:

  1. https://agronews.ge/mandarinis-movla-moqhvanis-intensiuri-teqnologia-rekomendatsia/
  2. https://agrokavkaz.ge/dargebi/mebageoba/tsitrusi-mandarinis-movla-moqhvanis-thanamedrove-teqnologiebi.html

სოფო ედიშერაშვილი