სასარგებლო ინფორმაცია

დაბლობსა და მაღლობში ფუტკრის ოჯახების ...

„სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტომ“, ...

ფრინველის ჯამრთელობა, მისი პროდუქტიულობა, ...

აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ...

ეფექტური სოფლის მეურნეობის წარმოება შესაბამისი ...

          ავოკადო კრემისებური ტექსტურის ხილია, ...

სიდამპლეები ფუტკრის ბარტყის გადამდები ...

ფაცელია  ერთწლიანი თაფლოვანი დაბალმზარდი  20-25 სმ სიმაღლის მცენარეა.

  არის უფრო მაღალმზარდი ჯიშები სიმაღლით 40-60 სმ-მდე. გვხდება  ველური სახეობებიც. სამშობლო  ამერიკაა.  იძლევა მწვანე მასას დიდი რაოდენობით,  რომელიც საუკეთესოა ცხოველების საკვებად. არის ყინვაგამძლე უძლებს -7-9 გრადუსს. მთელი წლის განმავლობაში შესაძლებელია მივიღოთ 2-3 მოსავალი. ფაცელიას ფესვები ნიადაგში 20 სმ-ზე ვითარდება,   ფესვების საშუალებით აუმჯობესებს ნიადაგის თვისებებს,  ამდიდრებს მას კალიუმითა და აზოტით, ხელს უწყობს ნიადაგში ჰაერაციის გაუმჯობესებას. ფაცელიას სიდერატებად გამოყენებით მკვეთრად უმჯობესდება ნიადაგის ხარისხი  იცვლება  ნიადაგში არის რეაქცია, ამცირებს მჟავიანობას. 100კვადრატრულ მეტრზე მისი სიდერატებად გამოყენების შემთხვევაში ის ტოლფასია 300 კგ ნაკელის.  ფაცელია შესაძლებელია ვთესოთ ნებისმიერი ტიპის ნიადაგზე,  ის საერთოდ არ არის მომთხოვნი ნიადაგის ხარისხზე, ითესება ყველგან წლის ნემისმიერ დროს, ადრე გაზაფხულიდან გვიან შემოდგომამდე, არ მოითხოვს არანაირ აგროტექნიკურ ღონისძიებებს. ფაცელია საუკეთესო მცენარეა ფუტკრებისათვის, ერთ ჰა-ზე შესაძლებელია 500-600 კგ თაფლის მიღება.   დათესვიდან ყვავილობამდე პერიოდი 40 დღეს შეადგენს, ხოლო მასიური ყვავილობის პერიოდი 20 დღეა. მეფუტკრეები ყვავილობის პერიოდის გასახანგრძლივებლად ფაცელიას თესავენ ჯერ ერთ  ნაწილ ფართობზე, ხოლო სამი კვირის შემდეგ მეორე ნაწილ ფართობზე, ამით ფაცელიას სრული ყვავილობა თითქმის ორ თვეს აჭარბებს, რითაც ფუტკარიც და მეფუტკრეც კმაყოფილია.   ერთი ყვავილი გამოყოფს 5 მგრ ნექტარს რომელიც შეიცავს 60% შაქარს. ამ მცენარის განსაკუთრებულობა იმაშია  რომ მიუხედავად ამინდისა, გვალვა თუ მაღალი ტენიანობა, ყვავილში ნექტრის შემცველობა არ მცირდება. მცენარეს აქტიურად სტუმრობენ ფუტკრები,  რომლებიც აგროვებენ თაფლს მზის ჩასვლამდე. ფაცელია ერთადერთი მცენარეა რომელზეც შეიძლება გვიან ღამემდე შეამჩნიო ფუტკარი.

 

მოსავლიანობის გასადიდებლად ბოსტნეული კულტურების კიტრი, პომიდორი უნდა  დავრგოთ იქ სადაც დათესილია ფაცელია,  ბალახებში გავაკეთოთ ორმოები და იქ ჩავრგოთ, მცენარე  იცავს მთელ ნაკვეთს,  უნარჩუნებს ტენს, იზიდავს დამამტვერიანებლებს და აფრთხობს პარაზიტებს. სადაც ფაცელიაა დათესილი იქ ბოსტნეული კულტურები ნაკლებად ავადდებიან,  ჩქარა იზრდებიან არ  არის უნაყოფო ყვავილები. თუ დავთესავთ ფაცელიას, ნათესების თუ ნარგავების ირგვლივ, ის მათ დაიცავს  მთელი რიგი მავნებლებისა და დაავადებებისაგან.

კარტოფილის მოსავლიანობის გასადიდებლად მიწის შემოყრის შემდეგ, რიგთაშორის დავთესოთ ფაცელია ის დაიცავს ნიადაგს გამოშრობისაგან შეუნარჩუნებს ტენიანობას, უზრუნველყოფს დამატებით ტუბერების ჟანგბადით მომარაგებას, ხელს შეუწყობს მის ზრდას და ხარისხიან დამწიფებას. თუ ლობიოს მწკრივთაშორის ყოველი მწკრივის შემდეგ მესამე მწკრივად ფაცელიას დავთესავთ, ლობიოს პარკებს ჭია არ გაუჩნდება.

ფაცელია ამცირებს ნემატოდების განვითარებას ნიადაგში. ფაცელიას მიერ გაუმჯობესებული და გამდიდრებული ნიადაგი, არახელსაყრელ პირობებს უქმნის მავნებლებს. ერთ და იმავე ფართობზე ხშირად დათესვის შემთხვევაში ადვილად შევამჩნეთ მავთულა ჭიებისა თუ სხვა პარაზიტების მნიშვნელოვნად შემცირებას.ასევე შესამჩნევად  მცირდება ბოსტნეული კულტურების ვირუსული დაავადებები. ფაცელია ასევე საუკეთესო საშუალებაა სარეველების საწინაამღდეგოდ ის  ავიწროვებს თრთგუნავს და საბოლოოდ განდევნის  მათ. 

წყარო:   თამაზ ხასაია  

სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონალურო სამმართველო

https://khasaia.wordpress.com/2014/05/04/%E1%83%A4%E1%83%90%E1%83%AA%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%90/

 

სტატიის ავტორი დათო ბზიშვილი