სასარგებლო ინფორმაცია

დაბლობსა და მაღლობში ფუტკრის ოჯახების ...

„სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტომ“, ...

ფრინველის ჯამრთელობა, მისი პროდუქტიულობა, ...

აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ...

ეფექტური სოფლის მეურნეობის წარმოება შესაბამისი ...

          ავოკადო კრემისებური ტექსტურის ხილია, ...

სიდამპლეები ფუტკრის ბარტყის გადამდები ...

მანდარინის კრეფა - ამ  დროს დაცული უნდა იქნას კრეფის წესები, რათა არ მოხდეს ხარისხიანი ნაყოფის დაზიანება.

სარეაიზაციოდ არ უნდა მოიკრიფოს ისეთი ნაყოფი, რომელსაც გააჩნია ვიზუალური დაზიანებები.ნაყოფის ხარისხის განმსაზღვრელია სიმწიფე, შაქრიანობა, შაქრიანობა, წვენის შემცველობა სიმკრივე, ნაყოფის ზომა და მჟავიანობა. ნაყოფი მოსაკრეფად მზადაა, როცა მისი ზედაპირის 75 % გაყვითლებულია. არ არის ქვასავით მაგარი, თითის დაჭერით იგრძნობა მცირე სირბილე, კანი ადვილად სცილდება რბილობს. ადრეულ სეზონზე გემო შეიძლება იყოს მომჟავო ან მოტკბო–მომჟავო. უნდა მოიკრიფოს მშრალი ნაყოფი, სველი ხილი ხელს უწყობს სოკოვანი დაავადებების განვითარებას.

უნდა მოიკრიფოს რაც შეიძლება ფრთხილად, არ უნდა დაუზიანდეს კანი. მკრეფავი ნაყოფის დაუზიანებლად კრეფისთვის იყენებს ხელთეთმანებს. მოკრეფილი ნაყოფი ფრთხილად უნდა ჩაეწყოს ყუთში ან კალათში. ნაყოფი იკრიფება მჭრელი სეკატორით, რაც შეიძლება მოკლე ყუნწზე. ნაკვეთში, კრეფის წინ პირველ რიგში უნდა მოშორდეს დაავადებული ნაყოფები, რათა არ მოხდეს სოკოვანი დაავადებების გავრცელება.

მიწაზე დავარდნილი ნაყოფი არ უნდა შეერიოთ ხეზე მოკრეფილ ნაყოფებს.დაავადებულ ნაყოფზე ხელის შეხების შემდეგ საჭიროა გამოიყენებული იქნას ხელსაწმენდი. არ მოხდეს ყუთების გადავსება, რომელიც შემდგომში გამოიწვევს ნაყოფის ჭყლეტას. ყუთში ნაყოფების რიგები უნდა იყოს 3 ან 4. ინახება მხოლოდ მშრალი ნაყოფი. შენახვის ოპტიმალური ტემპერატურაა 7,2 გრადუსი. ოპტიმალური ტენიანობა 85–90 %. ხშირად უნდა განიავდეს საცავი ჰაერის ნაკადით. არ უნდა მოხდეს ეთილენის დაგროვება საცავში.ნაყოფი ინახება მაქსიმუმ 20–25 სმ–ის სიმაღლეზე იატაკიდან.

 

რაც შეეხება მანდარინის დაავადებებს, ცნობილია მისი მრავალი ავადმყოფობა. მცენარეები ავადდებიან, როგორც ნაკვეთზე, ნაყოფის შენახვისა და ტრანსპორტირების დროსაც. ნაკვეთზე გავრცელებულ ავადმყოფობათაგან გავრცელებულია გომოზი, დამეჭეჭება, ანთრაქნოზი, ბაქტერიული ნეკროზი ანუ ციტრუსბლასტი.

ციტრუსების დამეჭეჭება - აღნიშნული დაავადება სკების სახელწოდებითაცაა ცნობილი. იგი აზიანებს ფოთლებს, ტოტებს და ნაყოფს. იჭრება ფოთლს ქვედა მხარეზე,ქმნის წვრილ ამობურცულ მეჭეჭებს, რომლის წვერო ჯერ მოყვითალოა, შემდეგში კი ოდნავ წენგოსფერი ბუსუსით იფარება. ციტრუსების დამეჭეჭებით ან ქეცით ავადდება მხოლოდ ახალგაზრდა ქსოვილები. ხანშიშესული, მომწიფებული ფოთლები და ნაყოფი ამ სოკოთი არ ავადდება. დაავადება ძლიერია ჭარბი წვიმებისა და საერთოდ მაღალი ტენის შემთხვევაში. დაავადებული ფოთლები არ გამოიყენება მულჩირებისათვის. ციტრუსის მეჭეჭიანობის წინააღმდეგ ბრძოლა შემდეგნაირად უნდა წარვმართოთ: თუ წინა სეზონში მცენარეები დაავადებული იყო ქეცით, საჭიროა წამლობის სამჯერადი ჩატარება. დროული წამლობა მნიშვნელოვანია, მაგრამ უნდა განხორციელდეს მცენარის განვითარების ფაზების გათვალისწინებით.

  • პირველი წამლობა ტარდება მაშინ,როდესაც ამონაყრები 5–7 სმს მიაღწევს;
  • მეორე წამლობა გვირგვინის ფურცლების ჩამოცვენისას;
  • მესამე წამლობა სამი კვირის შემდეგ მეორე წამლობიდან.

 

ქეცის წინააღმდეგ გამოიყენება შემდეგი ფუნგიციდები: სკორი; სპილენის სულფატი; სპილენძის ქლორჟანგი, პროფექტი, ბორდოს ხსნარი და სხვა. უნდა აღინიშნოს, რომ ერთიდაიგივე წამალი არ უნდა იყოს გამოყენებული წელიწადში ორჯერ.

 

ციტრუსოვანთა ბაქტერიული ნეკროზი–ციტრუსბლასტი - დაავადება გამოწვეულია ბაქტერიით. აავადებს უმთავრესად 1–3 წლიან ტოტებს, იშვიათად ნაყოფსაც. დაავადება იწყება ფოთლის ყუნწიდან, შავდება და გადადის ფოთლის უბეზე. დაზიანებული ფოთოლი ჭკნება, დეფორმირდება, ცვივა. ხშირად ასეთი ფოთლები შერჩენილია ხეზე. არის ისეთი შემთხვევები, როდესაც ფოთლის ფირფიტა ჩამოვარდნილია და ტოტზე მხოლოდ გაშავებული ყუნწია შერჩენილი. ავადმყოფობა მუხლზე გადადის რის გამოც ქერქზე პატარა ლაქა წარმოიქმნება. შემდეგ მუხლთაშორისებზე წარმოიქმნება მუქი ყავისფერი, დიდი ლაქები. ტოტი დაავადებული ადგილიდან წვეროსკენ სწრაფად ხმება, როდესაც ავადმყოფობის გავრცელებისათვის ხელშემწყობი პირობებია, როგორიცაა: ხშირი წვიმები; ღრუბლიანი დღეები; დაბალი ტემპერატურა და ქარი. იმდენად ძლიერად ვლინდება მანდარინზე, რომ თითქოს მანდარინზე ცეცხლდაკრულია. ზიანი ვლინდება გაზაფხულზე დათბობისთანავე.

ბრძოლის ღონისძიებებია: უნდა გაისხვლას გამხმარი ტოტები დაზიანებული ადგილიდან 10–15 სმის დაცილებით. ბორდოს 1 %იანი ხსნარის შესხურებით,რათა არ მოხდეს მცენარის ყვითელი ლპობა.

 

ციტრუსოვანთა ნაყოფის ყავისფერი სიდამპლე – პრობლემა პერიოდულად წამოიჭრება უხვნალექიან წლებში. შესაძლებელია ტოტების,ფოთლებისა და ყვავილების ინფიცირება, რომლებიც ყავისფერდებიან და კვდებიან. დაავადებული ნაყოფის კანი დაზიანებულია, წყლით არის გაჟღენთილი, ყავისფერია და რბილია, გამოყოფს მძიმე სუნს. შენახვის დროს სუნი ნაკლებად შეიგრძნობა. დაავადების გამომწვევია სოკო.დაზიანება ძირითადად აღენიშნებათ მცენარის ქვედა ტოტებზე არსებულ ნაყოფებს, რადგან წვიმის დროს ნიადაგიდან სპორები ადვილად ხვდებიან ხის ქვედა ნაწილზე.

ბრძოლის ღონისძიება: მცენარის გასხვლა ნიადაგიდან 50–75 სმზე; სპილენძის შენაერთის ფუნგიციდების შესხურება ქვედა ტოტებზე და ხეების ქვეშ არსებულ ნიადაგზე,როგორიცაა სპილენძის ქლორჟანგი, სპილენძის სულფატი, პროტექტი, ბორდოს ნარევი.

 გამოყენებული ლიტერატურა:

 

  1. https://agrokavkaz.ge/dargebi/mebageoba/tsitrusi-mandarinis-movla-moqhvanis-thanamedrove-teqnologiebi.html

https://www.jardineriaon.com/ka/enfermedades-y-plagas-del-mandarino.html

სტატიის ავტორი სოფო ედიშერაშვილი