სასარგებლო ინფორმაცია

დაბლობსა და მაღლობში ფუტკრის ოჯახების ...

„სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტომ“, ...

ფრინველის ჯამრთელობა, მისი პროდუქტიულობა, ...

აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ...

ეფექტური სოფლის მეურნეობის წარმოება შესაბამისი ...

          ავოკადო კრემისებური ტექსტურის ხილია, ...

სიდამპლეები ფუტკრის ბარტყის გადამდები ...

გრეიფრუტი უნიკალური ციტრუსია, რომელიც მრავალ დაავადებას შველის. სასარგებლოა მისი რბილობი, კანი და კურკა. ის არის კიბოს, ინსულტის პროფილაქტიკის ეფექტური საშუალება, ძალიან კარგად მოქმედებს გულსა და სისხლძარღვებზე, ამცირებს ქოლესტერინის, შაქრის დონეს, ებრძვის ჭარბ წონას…

          გრეიფრუტი, იგივე მტევნისებური პომპელმუსი (Citrus paradisi) ციტრუსოვანთა გვარის ხეხილოვანი მცენარეა. გავრცელებულია სუბტროპიკულ ზონებში. 

დასახელება ციტრუსმა ინგლისური სიტყვებისყურძენიდახილიშეერთებიდან მიიღო, რადგან რამდენიმე ნაყოფი ხშირად მტევნისებრად ეკიდება და ყურძენს გვაგონებს. მისი ლათინური დასახელება კისამოთხის ციტრუსსაღნიშნავს.

          მეცნიერებს დღემდე ვერ გაურკვევიათ, რა ხილია გრეიფრუტი. ისინი მიიჩნევენ, რომ ის ფორთოხლისა და პომელოს შეჯვარების გზით გაჩნდა, მაგრამ აქამდე ვერც ერთმა სელექციონერმა ვერ შეძლო ამ ბუნებრივი ექსპერიმენტის გამეორება. 

          ევროპელებმა ეს ციტრუსი მე–18 საუკუნის შუა წლებში ბარბადოსზე, შემდეგ კი, 1814 წელს იამაიკაზე აღმოაჩინეს. საქართველოში შემოიტანეს მე–19 საუკუნის ბოლოს. ხარობს სამეგრელოში, აფხაზეთსა და აჭარაში.

 

გრეიფრუტის კალორიულობა და შემადგენლობა

          გრეიპფრუტის კალორიულობაა 100 გრამ პროდუქტზე 35 კკალორია. მას მდიდარი შემადგენლობა აქვს, ზოგიერთი ნივთიერება უნიკალურია. ძირითადი ნივთიერებებია: ცილები, ცხიმები, ნახშირწყლები, პროტეინები, უჯრედისი, მშრალი ბალასტური ნივთიერებები. რბილობის დიდი ნაწილი წყალია – 100 გრამზე  88,8 გრამი.

ვიტამინები: ყველაზე მეტი გრეიპრუტში С ვიტამინია, ასევეა А, РР, В ჯგუფის ვიტამინები – В1, В2, В5, В6, В9. მის სარგებლობას დიდად განსაზღვრავს ტოკოფეროლი, ანუ Е ვიტამინი – მძლავრი ანტიოქსიდანტი.

          ასევე მდიდარია ხილი მინერალური ნივთიერებების შემადგენლობით: კალიუმი, ნატრიუმი, კალციუმი, მაგნიუმი, ფოსფორი. მიკროელემენტებიდან მნიშვნელოვან როლს ასრულებს ასევე რკინა, თუთია, სელენი, სპილენძი, ფტორი და სხვა.
განსაკუთრებული კომპონენტებიდან მნიშვნელოვანია ფიტონციდები ბაქტერიციდული მოქმედებით, ფურანოკუმარინები (რომლებიც ზოგჯერ აზიანებს ორგანიზმს), გლიკოზიდები, პექტინი, ორგანული მჟავები, ეთერზეთები, ფლავონოიდი ნარინგინი – ამ უკანასკნელს ძალიან ბევრი სასარგებლო თვისება აქვს და გრეიპფრუტის ორგანიზმზე სასიკეთო მოქმედება დიდწილად სწორედ მასთან არის დაკავშირებული. ის ანიჭებს ხილს მომწარო გემოს.

 

გრეიფრუტის სასარგებლო თვისებები:

  • აუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლას
  • ადამიანი გამოჰყავს სიმთვრალის მდგომარეობიდან და ხსნის ალკოჰოლის ტოქსიკურ ზემოქმედებას
  • აქვს ანტიოქსიდანტური აქტიურობა
  • ააქტიურებს ღვიძლის დეტოქსიკაციურ ფუნქციას და ხელს უწყობს ღვიძლის ფერმენტების გამომუშავებს
  • აქვეითებს სისხლში ქოლესტერინის დონეს და აბრკოლებს ათეროსკლეროზული კვანძების წარმოქმნას
  • ამაგრებს სისხლძარღვებს, ამაღლებს სისხლძარღვების კედლების ელასტიკურობას, აბრკოლებს სისხლდენას
  • ამაღლებს ორგანიზმის ინფექციებისადმი წინააღმდეგობის გაწევის უნარს, აძლიერებს იმუნიტეტს
  • არის მატონიზირებელი ხილი, ადამიანს აძლევს ძალას
  • აწესრიგებს ნაწლავების ფლორის ბაქტერიულ შემადგენლობას
  • აწესრიგებს საჭმლის მონელების პროცესს
  • ააქტიურებს ცხიმების მეტაბოლიზმს.

 

          ნარინგინის ერთ–ერთი მნიშვნელოვანი თვისებაა ღვიძლის უჯრედების დაცვა В და С ჰეპატიტის ვირუსების შეჭრისგან, თუმცა, დაავადების შემთხვევაში და განსაკუთრებით მკურნალობის დროს მისი მიღება ფრთხილად უნდა მოხდეს, რადგან გრეიპფრუტი ზოგიერთი წამლის ზემოქმედებას ახანგრძლივებს. ყველაზე მეტ ნარინგინს რბილობზე გარშემორტყმული თეთრი აპკი შეიცავს.

 

გრეიფრუტის რბილობის სასარგებლო თვისებები

  • გრეიპფრუტი რეკომენდებულია შაქრიანი დიაბეტის დროს – მასში ცოტაა გლუკოზა, ამიტომ შაქარი სისხლში არ მატულობს, პირიქით, ის აქვეითების შაქრის დონეს. 
  • ციტრუსი ასევე სასარგებლოა პოდაგრის დროს, ის არეგულირებს მარილოვან ცვლას, ეს კი, თავის მხრივ, ამცირებს თირკმელებსა და ნაღვლის ბუშტში კენჭების დაგროვებას.

 

გამოყენებული ლიტერატურა

 

  1. გრეიფრუტი და მისი სარგებლიანობა. იხ. https://agronews.ge/ , უკანასკნელად იქნა გადამოწმებული 30.05.2022.
  2. გრეიფრუტი. იხ. https://intermedia.ge/ , უკანასკნელად იქნა გადამოწმებული 30.05.2022.

 

ქეთი ჯოჯიშვილი