სასარგებლო ინფორმაცია

დაბლობსა და მაღლობში ფუტკრის ოჯახების ...

„სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტომ“, ...

ფრინველის ჯამრთელობა, მისი პროდუქტიულობა, ...

აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ...

ეფექტური სოფლის მეურნეობის წარმოება შესაბამისი ...

          ავოკადო კრემისებური ტექსტურის ხილია, ...

სიდამპლეები ფუტკრის ბარტყის გადამდები ...

           ჰიტაჰაია ანუ დრაკონის ნაყოფი - ძალიან ლამაზი, გემრიელი და სასარგებლო ნაყოფია. მისი სამშობლო ამერიკაა და მცენარე კაქტუსებს მიეკუთვნება, შესაბამისად ისეთ პირობებს საჭიროებს, როგორც კაქტუსი, თუმცა გარეგნულად ხვიარა ლიანას გავს, ყვავილობს თეთრი დიდი ყვავილებით, რომლებიც ღამით იშლება. მოსავალს წელიწადში 5-ჯერ იძლევა. ნაყოფი ტკბილია, აქვს ძლიერი სუნი, რბილობი არაჟნის კონსისტენციის, თანაბრად განაწილებული კურკებით, აქვს ბანანის და კივის გემო.

          პიტაჰაია არის ეპიფიტური კაქტუსი, რომელიც შეიძლება გაიზარდოს ისეთზე, რაც ემსახურება როგორც საყრდენი, მაგალითად, მაგალითად, ხის ტოტი, ან მიწაზე სეირნობისას. ის მშობლიურია ცენტრალურ ამერიკაში და დღეს იგი გაშენებულია მსოფლიოს პრაქტიკულად ყველა თბილ კლიმატურ რეგიონში. ის აღწევს 10 მეტრს სიმაღლეზე, როდესაც ასვლა შეუძლია, მიუხედავად იმისა, რომ ბაღში ნორმალურია ის, დაუშვებელია 3-4 მეტრის გადალახვა, რომ შეძლოთ უპრობლემოდ შეაგროვოთ ყველა მისი ნაყოფი.

          მისი ღეროები წვნიანი, მწვანეა და სიგრძეში 5 მეტრს აღწევს. მათ აქვთ აეროლები, საიდანაც აღმოცენდება 1-დან 3 ძალიან მოკლე ყავისფერი ან შავგვრემანი ხერხემალი, ჩვეულებრივ დაახლოებით 4 მილიმეტრი. ყვავილები თეთრია მწვანე ტეპლებით, 30 სანტიმეტრი სიგრძის და სურნელოვანი. ისინი იხსნება ღამით და იხურება მეორე დილით. თუ მოახერხებენ დამტვერვას, რისთვისაც მათ სხვა მცენარისგან მტვერი უნდა მიიღონ, ნაყოფი დაიწყებს მომწიფებას.

           დღე არ გავა ისე, რომ რაიმე სიახლეს არ წავაყდეთ სასარგებლო პროდუქტების დარგში. დრაკონის ნაყოფი, ოფიციალურად პიტაჰაია უკვე მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაში გავრცელდა. ამ პროდუქტს ძალიან ბევრი ადამიანი ყიდულობს. განსაკუთრებული ვიზუალი და გემო, პიტაჰაიას უფრო მიმზიდველს ხდის. ამ ყველაფრის გარდა, ეს ხილი ჯანმრთელობისთვის ძალიან სასარგებლოა.

          პიტაჰაია ძირითადად გავრცელებულია მექსიკაში, სამხრეთ და ცენტრალურ ამერიკაში. თუმცა ბოლო წლებში უხვი რაოდენობით მოდის ინდონეზიაში, მალაიზიასა და ვიეტნამშიც.

 

რა სასარგებლო თვისებები გააჩნია?

  1. შეიცავს უხვი რაოდენობით C ვიტამინს, გამოდის რომ სასარგებლოა იმუნური სისტემისთვის.
  2. გამოირჩევა ერთ-ერთი საუკეთესო ანტიოქსიდანტური ეფექტით.
  3. მდიდარია ცილით, რაც ძვლებისთვის ძალიან სასარგებლოა.
  4. რეკომენდებულია მაღალწნევიანებისთვის. პიტაჰაია წნევის დარეგულირებაში დაგეხმარებათ.
  5. ლიკოპეინის ეფექტის საშუალებით, გულის შეტევის რისკს ამცირებს.
  6. შაქართან ბრძოლაში ერთ-ერთი მოწინავე მცენარეა.
  7. არის დაბალკალორიული, გამოდის რომ საკმაოდ დიეტურია.
  8. სხეულის ტენიანობას აბალანსებს. იცავს კანს ბაქტერიებისგან.
  9. შეიცავს კალიუმის მინერალს, რომელიც მხედველობის გაუმჯობესებაში დაგეხმარებათ.

 

 

სად შეიძლება პიტაჰაიას შეძენა?


          ტროპიკული მცენარე, როგორც ზემოთ ვახსენეთ უფრო ამერიკის კონტინეტზე არის გავრცელებული. საქართველოში მისი შეძენა სუპერმარკეტებში შესაძლებელია. მისი იშვიათობიდან გამომდინარე, ფასიც მაღალია.

 

როგორ უნდა მივირთვათ?


         თუ არ დაგენანებათ ფულის გადახდა პიტაჰაიაში და მოგიწევთ მისი პირველად მირთმევა, მაშინ იცოდეთ, რომ ეს ძალიან მარტივია. პიტაჰაია უნდა მიირთვათ როგორც კივი, გააცლით კანს და ტკბილ-მომჟავო ეგზოტიკურ გემოს შეიცნობთ. არცერთ შემთხვევაში არ გააცალოთ პატარა კურკები, რათა არანაირი უკუჩვენება არ აქვს ადამიანის ორგანიზმისთვის.

 

 

გამოყენებული ლიტერატურა

 

  1. პიტაჰაია (დრაკონის ხილი). იხ. https://intermedia.ge/ , უკანასკნელად იქნა გადამოწმებული 30.05.2022.
  2. პიტაჰაია. იხ. https://hmn.wiki/ka/Pitahaya, უკანასკნელად იქნა გადამოწმებული 30.05.2022.

 

ქეთი ჯოჯიშვილი