სასარგებლო ინფორმაცია

დაბლობსა და მაღლობში ფუტკრის ოჯახების ...

„სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტომ“, ...

ფრინველის ჯამრთელობა, მისი პროდუქტიულობა, ...

აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ...

ეფექტური სოფლის მეურნეობის წარმოება შესაბამისი ...

          ავოკადო კრემისებური ტექსტურის ხილია, ...

სიდამპლეები ფუტკრის ბარტყის გადამდები ...

შემოდგომაზე უნდა ვეცადოთშევინარჩუნოთ ზაფხულის ბოლოს დაგროვებული ფუტკრის დიდი მასა.  დაზამთრებისწინა სამუშაოების სწორად შესრულებას სამეწარმეო მეფუტკრეობაში უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება. 

მეფუტკრეობის აქტიური სეზონი თვალნათლივ იყოფა ორ ნაწილად: პირველი გრძელდება ზამთრის ბოლოდან ან ადრე გაზაფხულიდან მთავარ ღალიანობამდე, ხოლო მეორე – მთავარი ღალიანობის ბოლოდან დაზამთრების წინ გუნდად შეკვრამდე. მთავარი ღალიანობის დროს თაფლის მარაგის დაგროვებით ფუტკრის ოჯახი უკვე იწყებს ზამთრისათვის მზადებას.

მეფუტკრე ამ დროს განსაკუთრებული ყურადღებით უნდა იყოს და ყველანაირად შეუწყოს ხელი ფუტკრის ოჯახის საზამთროდ მზადებას. ფუტკრის ოჯახის კარგად გამოზამთრებისათვის აუცილებელია ზამთრისათვის მოვამზადოთ ჯანმრთელი, ძლიერი ფუტკრის ოჯახები, რომელთაც ჰყავთ ხარისხიანი ახალგაზრდა დედა და მუშა ფუტკრები, აქვთ ხარისხიანი და საკმარისი საკვები მარაგი.კიდევ ერთხელ ჩამოვთვალოთ პირობები, რომლებიც ფუტკრის ოჯახის კარგ დაზამთრებისწინა განვითარებას სჭირდება:

  1. ჯანმრთელიფუტკრის ოჯახები; ამისთვის აუცილებლად უნდა ჩატარდეს ვაროატოზის, სიდამპლეებისა და ნოზემატოზის საწინააღმდეგო მკურნალობა;
  2. საკვებისმინიმალურად აუცილებელი მარაგი, არანაკლებ 6-8 კგ თაფლისა და 2-3 კგ ჭეოსი; (არ აგერიოთ თაფლის საზამთრო მარაგში, რომელიც 15-20კგ–ა).
  3. კარგიდედა ფუტკარი, ჩვენი რჩევაა – იმავე წლის;
  4. ფუტკრისრაოდენობა არანაკლებ 2,0-2,5 კგ–ისა და 5-8 ჩარჩო ბარტყი;
  5. ბუდისშუაში მოთავსებული ხარისხის ფიჭები;
  6. ნექტრისადა ჭეოს ზომიერი შემოტანა. უღალობის პირობებში – აუცილებელი გამაღიზიანებელი კვება (უკეთესია 2-5%-იანი ცილოვანი დანამატებით).
  7. გამოზამთრებულიფუტკრის ხარისხი პირდაპირ უკავშირდება ჭეოს იმ მარაგს, რომელსაც გუნდი ზამთარში ფარავდა.

განვიხილოთ უფრო დაწვრილებით ზემოთ ჩამოთვლილი ფაქტორები.

დასაზამთრებლად მხოლოდ ჯანმრთელი ფუტკრის ოჯახები

 ყველაზე მნიშვნელოვან ფაქტორად შემთხვევით არ დაგვისახელებია ფუტკრის ოჯახის ჯანმრთელობა, რათა ძლიერი და პროდუქტიული ოჯახები მივიღოთ წელიწადის ნებისმიერ დროს. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ვაროატოზის და ნოზემატოზის დროს, რომელიც საქართველოს ყველა რაიონში გვხვდება.

მთავარი ღალიანობის დამთავრებისა და თაფლის მომწიფებისთანავე თაფლი სწრაფად უნდა ამოვიღოთ, რათა შეგვეძლოს ვაროატოზის საწინააღმდეგო პროფილაქტიკური მკურნალობის ჩატარება. ვაროატოზის წინააღმდეგ წამლობის საშემოდგომოდ გადადება არაფრით არ შეიძლება. საქმე ისაა, რომ ჩვენთან მაისი, ივნისი და ივლისი მთავარი ღალის მომცემი თვეებია. ამ თვეებში თაფლის ამოღებამდე მკურნალობას ვერ ჩაატარებ. ხოლო მკურნალობის შემოდგომამდე გადადება და 3-4 თვე ვაროატოზის თავის ნებაზე მიშვება ძალზე სახიფათოა. ვაროას ტკიპები გეომეტრიული პროგრესიით, რომლის მნიშვნელი 2-2,5 მრავლდებიან ყოველ 21 დღეში ( მუშა ფუტკრის განვითარების ერთ ციკლში). 4 თვის განმავლობაში 6 ასეთი ციკლი ეტევა, რომლის განმავლობაში ვაროა გამანადგურებლის (varoa destructor) ტკიპების რაოდენობა ფუტკრის ოჯახში სულ მცირე 500-ჯერ იზრდება.

წესად მივიღოთ, რომ ვაროა გამანადგურებლის წინააღმდეგ მკურნალობის ციკლებს შორის ინტერვალი 3 თვეს არ უნდა აღემატებოდეს.

ვაროატოზის წინააღმდეგ ქიმიური პრეპარატებიდან ჩვენში გამოიყენება: ვაროკომი, მავრიკი, ბიპინი და ვაროსტოპი, თანდართული ინსტრუქციების მიხედვით. ასევე, ზოოტექნიკური და ბიომეთოდები, რომლებიც სწორად ჩატარების შემთხვევაში უსაფრთხო და არანაკლებ ეფექტიანია.

თაფლის ამოღების შემდეგ, ვაროატოზის საწინააღმდეგო მკურნალობასთან ერთად, თითოეულ ოჯახს გულდასმით ვათვალიერებთ. ამაში შედის ფუტკრის ოჯახის ხუთივე შემადგენილი ნაწილის (საკვები მარაგი, ფუტკარის რაოდენობა, ბარტყის რაოდენობა და ხარისხი, დედა ფუტკარი, ფიჭები – აშენებული ბუდე) შემოწმება.

შემოწმების შემდეგ უმჯობესია, რომ ორი-სამი აშკარად სუსტი ოჯახი, რომელთა გამოსწორების შანსი არ არის, შევაერთოთ. არაფრით არ შეიძლება სუსტი ოჯახის ძლიერთან შეერთება, რადგან ოჯახის სისუსტე შეიძლება რაიმე დაავადებით იყოს გამოწვეული და ძლიერი ოჯახიც დავღუპოთ.

მეფუტკრეობისთვის საშიში დაავადებებია სხვადასხვა სახის სიდამპლეები: ამერიკული, ევროპული, ცრუსიდამპლე და შერეული ინფექციები. ამ ბაქტერიული დაავადებების საწინააღმდეგოდ გირჩევთ ბაქტოპოლის ან ვესტას გამოყენებას. ეს ანტიბიოტიკები შედარებით იაფი და ძალიან ქმედითია.

განსაკუთრებულად კარგი შედეგი აქვს ბაქტოპოლს, რომელიც მეხუთე თაობის ანტიბიოტიკების ნაზავს წარმოადგენს და მოქმედების ძალიან ფართო სპექტრი აქვს.

 ნოზემატოზი ფუტკრის ძალიან გავრცელებული და საშიში დაავადებაა. მისი გამომწვევია ნოზემა აპის (NOZEMA APIS) და ნოზემა ცერანა (NOZEMA CERANAE). განსაკუთრებით უნდა აღვნიშნოთ, რომ ამ ორ ნოზემას განსხვავებული კლინიკური ნიშნები აქვს. საქართველოში ნოზემატოზი და ვაროატოზი პრაქტიკულად ყველა საფუტკრეში ფარული ფორმით მიმდინარეობს. ნოზემატოზი კიდევ უფრო საშიში გახდა ნოზემა ცერანას შემოჭრის შემდეგ. ჩვენთან ნოზემა ცერანათი გამოწვეული ნოზემატოზი კლასიკური ფორმით იშვათად ვლინდება (ფაღარათით, სკის დასვრილი კედლები, ჩარჩოები და მისაფრენი ფიცარი. ადრე გახაფხულზე ზანტად მცოცავი ფუტკარი და ერთი მუჭა ბარტყი – ეს ძირითადად ნოზემა აპისით გამოწვეული ნოზემატოზის კლინიკური ნიშნებია). ნოზემა ცერანას შემთხვევაში სკაც და ფიჭებიც სუფთაა. არც მცოცავი და დაავადებული ფუტკარი ჩანს სადმე. უბრალოდ, ფუტკარი სკაში სწრაფად მცირდება და საბოლოოდ ქრება, რადგან ნოზემა ცერანა ფუტკარს სიცოცხლეს უნახევრებს. ეს შემცირება გაქრობა ხშირად ისე სწრაფად ხდება, რომ ცარიელ სკაში თაფლთან ერთად 2-3 ჩარჩოზე მცირე რაოდენობის გადაბეჭდილი ბარტყიც გვხვდება. მეფუტკრეები ამ დაავადების პროფილაქტიკასა და მკურნალობას ნაკლებ ყურადღებას აქცევენ, არადა ნოზემატოზისგან მეფუტკრეობის ეკონომიკური დანაკლისი ძალიან დიდია

წყარო : https://agronews.ge/dazamthrebistsina-samushaoebi-saphutkreshi/

               მეფუტკრეობა

თემურ ღოღობერიძეგოგი მაძღარაშვილიმაია ფეიქრიშვილიცირა ნაფეტვარიძელიზა ბალიაშვილიალექსანდრე კორძახიაშალვა კვეზერელი

დათო ბზიშვილი