სასარგებლო ინფორმაცია

დაბლობსა და მაღლობში ფუტკრის ოჯახების ...

„სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტომ“, ...

ფრინველის ჯამრთელობა, მისი პროდუქტიულობა, ...

აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ...

ეფექტური სოფლის მეურნეობის წარმოება შესაბამისი ...

          ავოკადო კრემისებური ტექსტურის ხილია, ...

სიდამპლეები ფუტკრის ბარტყის გადამდები ...

საშემოდგომო ხორბლისბიოაგროსტექნოლოგიური მეთოდით მოვლა-მოყვნის ზოგადი სქემა.

ხორბალი ის უპირველესი კულტურაა, რომელიც ადამიანთა ცხოვრებაში მნიშვნელოვან ადგილს იკავებს და კვებითი ღირებულებიდან გამომდინარე, ყველაზე მოთხოვნადი პროდუქტია.

საქართველოში ხორბლის მოყვანის საუკუნოვანი ტრადიცია გვაქვს.

დღეს ჩემი სტატია საშემოდგომო ხორბლის ბიოლოგიურად მოვლა-მოყვანის საკითხს შეეხება.

თავდაპირველად აღვნიშნავ, რომ საშემოდგომო ხორბალი ხასიათდება მაღალი მოსავლიანობით. მისი პოტენციალის გამოვლენა, პირველ რიგში, დამოკიდებულია ჯიშის გენეტიკურ ფაქტორებზე – უნდა შევარჩიოთ ისეთი ჯიში, რომელიც მდგრადია გარემოს არახელსაყრელი პირობებისა და დაავადებების მიმართ, მისი მოვლა-მოყვანა შესაძლებელია ორგანული (ადამიანის ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო) პრეპარატების გამოყენებით.

ჩვენში ხორბლის ასეთ კატეგორიას განეკუთვნება- ბუნებრივი, ხალხური და მეცნიერული სელექციის შედეგად მიღებული, ჩვენს პირობებს მორგებული მრავალი სახეობა თუ ჯიში.

მეორე მნიშვნელოვანი ფაქტორია მიწათმოქმედების ისეთი სისტემის გამოყენება, რომელიც ეფექტურად უზრუნველყოფს სარეველებთან და ზოგიერთ დაავადებასთან ბრძოლას, აამაღლებს ნიადაგის ნაყოფიერებას და დაიცავს მავნებელ-დაავადებებისგან.

 

ირაკლი რეხვიაშვილის მეურნეობა, სოფელი ასურეთი. ფოტო მარიამ ტაკაშვილის.

ქვემოთ მოყვანილი კულტურათა მორიგეობის სქემები (მარტივი თესლბრუნვები) საკამოდ ეფექტური ღონისძიებებია სარეველების, ზოგიერთი მავნებლისა და და-ავადების, ნიადაგის ნაყოფიერების გაუმჯობესების თვალსაზრისით.

თვით თესლბრუნვა, სასოფლო – სამეურნეო კულტურათა მიზანმიმართული მორიგეობაა დროსა და სივრცეში, რომელიც მიმართულია უხვი, ხარისხიანი და სტაბილური მოსავლის უზრუნველყოფისკენ.

სამმინდვრიანი კულტურათა მორიგეობის სქემა, ერთწლიანი პარკოსნების და მარცვლოვნების მონაწილეობით

ორმინდვრიანი კულტურათა მორიგეობის სქემა

ნაკვეთმორიგეობის სქემა ერთწლიანი,მარცვლოვანი, პარკოსანი და ტუბერიანი კულტურების მონაწილეობით

კულტურათა მორიგეობა მარცვლოვანი, პარკოსანი და ტუბერიანი კულტურების მონაწილეობით

საშემოდგომო ხორბლის მოვლა-მოყვანისბიოაგროს“ ტექნოლოგიური რუკა 1 ჰექტარზე

განსაკუთრებით დამწყებ ფერმერთათვის!

უხვი, სტაბილური, ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო პროდუქციის მიღების საფუძველს, აგროტექნიკურ ღონისძიებათა იმგვარი კომპლექსის გამოყენება ქმნის, რომელიც სასოფლო – სამეურნეო კულტურას შეუქმნის ოპტიმალურ გარემოს, მისი არსებობისათვის აუცილებელი -ხუთი ძირითადი ფაქტორის: სითბოს, სინათლის, წყლის,  ჰაერის და საკვები ნივთიერებების  მაქსიმალური გამოყენებისათვის.

აგროტექნიკურ ღონისძიებათა კომპლექსის შინაარსს კი განსაზღვრავს ის,  თუ როგორი ტიპის მეურნეობას ვეწევით, ორგანულს თუ არაორგანულს.

ავტორი: ირაკლი რეხვიაშვილი, სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორი, სელექციონერი.
„ბიოაგრო – მცენარეთა ბიოლოგიური დაცვის ცენტრის“ კონსულტანტი მემარცვლეობაში.

წყარო: http://bioagro.ge/

ლაშა ხალიშვილი