სასარგებლო ინფორმაცია

დაბლობსა და მაღლობში ფუტკრის ოჯახების ...

„სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტომ“, ...

ფრინველის ჯამრთელობა, მისი პროდუქტიულობა, ...

აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ...

ეფექტური სოფლის მეურნეობის წარმოება შესაბამისი ...

          ავოკადო კრემისებური ტექსტურის ხილია, ...

სიდამპლეები ფუტკრის ბარტყის გადამდები ...

          ბროკოლი (Brassica asparagoides Lisg.) ერთწლიანი ბოსტნეული კომბოსტოსებრთა ოჯახიდან. მისი სამშობლოა მცირე აზია. ცნობილი იყო ჯერ კიდევ ძველ რომში და დიდი ხანია პოპულარულია საფრანგეთსა და იტალიაში.

          მისი ადრეული ჯიშები მწვანე ფერისაა, ხოლო გვიანი იისფერი. ყველაზე მეტი სასარგებლო ნივთიერებაა ახალგაზრდა ბროკოლში. მისი შენახვა რეკომენდირებული მაცივარში. სინათლეზე ბევრი ნივთიერება ნადგურდება. მისი გაყინვა არ ახდენს გავლენას მის ქიმიურ შემადგენლობაზე, მაგრამ ბოსტნეულის განმეორებითი გაყინვა არ შეიძლება. მიკროტალღურ ღუმელში მომზადებისას მისი სასარგებლო ნივთიერებების 80% იკარგება. ხარშვისას – ნახევარზე მეტი. ორთქლში ჩაშუშვისას მხოლოდ 5-6%. ბროკოლი გემოთი გავს ყვავილოვან კომბოსტოს, მაგრამ უფრო პიკანტურია. მისგან ამზადებენ სუპებს, სალათებს, მიაქვთ სუფრაზე გარნირის სახით. სასარგებლოა 200-300 გრამი ბროკოლის გამოყენება დღეში.
შეიცავს ვიტამინებს C, A, B1, PP, B2, კალიას, რკინას, ნატრიუმს, კალციუმს, ფოსფორს, მაგნიუმს, მარგანეცს, იოდს. ასევე რიბოფლავინს, მეტიონინს, ქოლინს, ტიამინს. ბროკოლი აძლიერებს იმუნიტეტს და გამოყოფს ნივთიერებას (იზოციანინი), რომელიც ებრძვის კიბოს უჯრედების გავრცელებას. ის არ კურნავს კიბოს მაგრამ პეგულარული მოხმარების შემთხვევაში ახდენს მის პროფილაკტიკას.

          ის ათავისუფლებს ორგანიზმს ზედმეტი ქოლესტერინისაგან და ეხმარება ძარღვების კედლების დაცვას. ასევე მასში შემავალი სულფარაფანი კლავს ზიანის მომტან ბაქტერიებს, იცავს კანს ულტრაიისფერი სხივებისგან და ეხმარება კანს აღდგენაში.

          რაციონში ბროკოლის ჩართვა ბავშვის ორგანიზმს ქრონიკულ ბრონქიტთან გამკლავებაშიც ეხმარება. მის შემადგენლობაში შემავალი სასარგებლო ნივთიერებების კომპლექსი ზრდის იმ გენის აქტივობას, რომელიც ფილტვებს ტოქსიკური ნივთიერებების (მათ შორის – თამბაქოს კვამლის) მავნე ზემოქმედებისგან იცავს. ბროკოლის უჯრედისს ნატიფი სტრუქტურა აქვს, რაც ბავშვის ორგანიზმისთვის მეტად მნიშვნელოვანია. ბროკოლი არ მოითხოვს ხანგრძლივ თერმულ დამუშავებას, რაც საშუალებას გვაძლევს, მის შემადგენლობაში არსებული ვიტამინები ზედმიწევნით შევინარჩუნოთ.

 

კულტურის სპეციფიკური მოთხოვნები

          ბროკოლი სინათლის და ტენის მოყვარული მცენარეა, ბროკოლი მაღალი მოსავლიანობით გამოირჩევა მძიმე, ნაყოფიერ, უხვტენიან ნიადაგებზე. მისთვის ასევე ვარგისია მსუბუქი და საშუალო თიხნარი ნიადაგები. თუმცა ბროკოლი, პრაქტიკულად ნებისმიერ ნიადაგზე შეიძლება მოიყვანო, გამონაკლისია ქვიშიანი და ჭაობიანი ნიადაგები. არ შეიძლება მისი მოყვანა კომბოსტოს ოჯახის წარმომადგენელთა შემდეგ. ძველ ადგილას ბროკოლი მხოლოდ 3-4 წლის შემდეგ შეიძლება დავრგათ. საუკეთესო წინამორბედი კულტურებია: პარკოსნები.

ბროკოლის მოყვანის ძირითად წესები და აგროტექნიკა

          ბროკოლის მოყვანისთვის ნიადაგის ტენიანობა უნდა იყოს – 70%, ჰაერის ტენიანობა – 85%. ყვავილოვან კომბოსტოსთან შედარებით  ყინვის და სიცხის ამტანია. მას შეუძლია -4-დან -70C-ს ყინვას გაუძლოს. ბროკოლის მოყვანისთვის საუკეთესო ტემპერატურაა 16-დან  200C-მდე. ბროკოლი სინათლის მოყვარული მცენარეა, ამიტომ მის მოსაყვანად ირჩევენ მზიან ნაკვეთებს. ბროკოლისათვის შერჩეულ ნაკვეთზე შემოდგომით შეაქვთ კომპოსტი ან გადამწვარი ნაკელი (5-6კგ/მ2) და გადაბარავენ. გაზაფხულზე ნიადაგს არ ბარავენ, მხოლოდ ზედაპირულად აფხვიერებენ ფოცხით. ნიადაგი: pH: 6,5 — 7,5. თუ ნიადაგის მჟავიანობის მაღალია, მისი განეიტრალება შესაძლებელია მოკირიანებით ან წვრილად დაფქვილი დოლომიტის ფქვილის გამოყენებით. შესატანი რაოდენობა, მჟვიანობისა და ნიადაგის სიმძიმის ხარისხიდან გამომდინარე, მერყეობს 3-4ტ ჰექტარზე. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ღონისძიება (მოკირიანება) 15-20%-ით ამცირებს კომბოსტოს თავში მძიმე მეტალების შემცველობას.

ჩითილის გამოყვანა და გადარგვა

          ბროკოლი  მოჰყავთ როგორც თესლით, ასევე ჩითილით. საადრეო მოსავლის მისაღებად იყენებენ ჩითილის მეთოდს. თესლს მარტში თესავენ, ხოლო მუდმივ ადგილზე ჩითილს გადარგავენ 35-45 დღის შემდეგ. გადარგვა ხდება 4-6 ფოთლის ფაზაში. თესვის სიღრმე 1-2 სმ. კვალში ჩითილის გადარგვა ხდება აპრილის ბოლოს – მაისის დასაწყისში. წინა დღეს ჩითილებს რწყავენ. გადარგვისას ჩითილს ნიადაგში ათავსებენ 2სმ-ით უფრო ღრმად, ვიდრე იგი იყო საჩითილე ნაკვეთზე, და კარგად შემოაყრიან მიწას ღეროს ირგვლივ.

        გადარგვის შემდეგ მცენარეებს რწყავენ. მწკრივში თესვის/დარგის სქემა შემდეგია:

ბროკოლის ამოსვლის შემდეგ აღმონაცენს ამეჩხერებენ. ძირითადი თავაკის მისაღებად ხშირი ნარგავია საჭირო-სქემით რიგებს შორის 50-60 სმ, რიგებში მცენარეთა შორის 20-30 სმ. გვერდითი ამონაყრების მისაღებად შედარებით მეჩხერი რგვის სქემას მიმართავენ: 60 სმ რიგებს შორის და მცენარეებს შორის მანძილი რიგებში 40-45 სმ.

მოვლა

          მცენარის ირგვლივ ნიადაგს რეგულარულად აფხვიერებენ. ზაფხულში მოვლა შემოიფარგლება მორწყვით და ნიადაგის ტენიანობის შენარჩუნებით, ტენიანობის შენარჩუნებისთვის ყოველი მორწყვის შემდეგ საჭიროა გაფხვიერება. იყენებენ მულჩირებასაც. ბროკოლი ბევრ წყალს მოითხოვს, მასზე ცუდად მოქმედებს ნიადაგის გამოშრობა, თუმცა არც უნდა დავაჭაობოთ. მოსავლიანობის გაზრდის მიზნით პერიოდულად მცენარეს აძლევენ დამატებით საკვებს. თუ ბროკოლი მოგვყავს პირდაპირი თესვის წესით, კვება ამოსვლიდან მხოლოს 3 კვირის შემდეგაა რეკომენდირებული.

მოსავლის აღება

          ბროკოლის თავები გრუნტში ჩითილის გადარგვიდან 20-25 დღეში ყალიბდება. ბროკოლი მოსავალს საშუალოდ გადარგვიდან 60-70 დღეში იძლევა. ზრდასრულ, ფორმირებულ ყვავილედს ჭრიან ბუტონის გახსნამდე (გახსნილი ყვავილედი მაგრდება და საკვებად უვარგისია); ძირათადი თავის მოჭრის შემდეგ მცენარე იტოტება, ვითარდება გვერდითი ყლორტები-ეს მეორე მოსავალია, ისინიც თავის დროზე უნდა მოიჭრას, თორემ რამდენიმე დღეში აყვავდება და საჭმელად უვარგისი გახდება.

 

 

გამოყენებული ლიტერატურა

 

  1. ბროკოლის მოვლა-მოყვანის ტექნოლოგია. იხ. https://agrokavkaz.ge/dargebi/ , უკანასკნელად იქნა გადამოწმებული 30.05.2022.
  2. ბროკოლის სასარგებლო თვისებები. იხ. https://planta.ge/articles/ , უკანასკნელად იქნა გადამოწმებული 30.05.2022.

 ქეთი ჯოჯიშვილი