სასარგებლო ინფორმაცია

დაბლობსა და მაღლობში ფუტკრის ოჯახების ...

„სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტომ“, ...

ფრინველის ჯამრთელობა, მისი პროდუქტიულობა, ...

აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ...

ეფექტური სოფლის მეურნეობის წარმოება შესაბამისი ...

          ავოკადო კრემისებური ტექსტურის ხილია, ...

სიდამპლეები ფუტკრის ბარტყის გადამდები ...

ბერძნულიდან თარგმნილი არონია ნიშნავს დამხმარეს, დახმარებას, სარგებელს, ანუ Chokeberry უძველესი დროიდან ადამიანის ერთ-ერთი პირველი თანაშემწე, შეუცვლელი ექიმი და მრავალი დაავადების მკურნალია. წარმოშობის ადგილად ითვლება ჩრდილოეთ ამერიკის აღმოსავლეთი, სადაც ველური არონია იზრდება ბუნებრივ პირობებში.

არონია მრავალწლიანი კენკროვანი ფოთლოვანი ბუჩქი ან ხე მცენარეა,ბუნებრივ პირობებში იგი იზრდება 0,5 დან 2,0 მ – მდე. კულტივირებული ფორმები 3-4 მეტრს აღწევს. მისი ყვავილი ორსქესიანია, საშუალო ზომის, თეთრი, ოდნავ მოვარდისფრო. ყვავილობა მიმდინარეობს მაის – ივნისში, გრძელდება 2-3 კვირა.

არონიას ნაყოფმსხმოიარობა იწყება მე-3 წელიდან, მწიფდება აგვისტოს ბოლოს. ნაყოფი მრგვალია, მუქი შავი ან წითელი ფერის, ტყის ვაშლის ფორმის, წვნიანი, ტკბილი, ძალიან არომატული. Chokeberry- ის ნაყოფი და ყვავილები გარეგნულად ძალიან ჰგავს მთის ნაცრის ყვავილებს და ნაყოფებს, აქედან მოდის chokeberry- ის მეორე სახელი არონია (aronia).

არონია მრავლდება თესლით, მწვანე და ერთწლიანი კალმებით, გადაწვენით, ფესვის ამონაყრებით, მყნობით, ბუჩქის დაყოფით. იგი დიდ მოთხოვნას არ უყენებს ნიადაგურ პირობებს, მაგრამ საუკეთესოა, როცა pH არის 5.5-7.5. გვალვაგმძლეა, იტანს -35 გრადუს ყინვას. გამოიყენება როგორც ძვირფასი დეკორატიული მცენარე პარკების, სკვერების, დასასვენებელი ადგილების ლანდშაფტების გასაფორმებლად.

მომწიფებული ხილი შეიცავს შაქარებს, ორგანულ მჟავებს, პექტინოვან და მყარ ნივთიერებებს. არონიას ნაყოფში ვიტამინების დიდი მარაგია (C, E, B1, B2, B6, B9, K, P, E, PP), მასში არის მაკრო და მიკროელემენტები: მანგანუმი, სპილენძი, რკინა, კობალტი, ბორი, ფტორი. იოდის შემცველობა „chokeberry“ – ში უფრო მაღალია ვიდრე ჟოლო, მარწყვისა და მაყვლის ნაყოფებში, არონია გამოირჩევა მაქსიმალური კალციუმის შემცველობით, ნაყოფის ქიმიური შემადგენლობა მიუთითებს იმაზე, რომ ის ძვირფასი სამკურნალო მცენარეა, არონიას ბუჩქიდან იკრიფება 7-8 კგ-მდე კენკრა. მოსავალს ყინვის დაწყებამდე კრეფენ. მისი ნაყოფი როგორც ნედლი ასევე მშრალი გამოიყენება დაქვეითებული იმუნიტეტით, შაქრიანი დიაბეტით, ონკოლოგიური, ჰიპერტენზიის დავადრბულთათვის. აგრეთვე, ყველაზე ღირებულია ის, რომ არონია, განსაკუთრებულია მეტაბოლური დარღვევების მქონე ბავშვებისთვის.

მისი ნაყოფი ამცირებს ორგანიზმში ქოლესტერინს, აუმჯობესებს ენდოკრინული და სასუნთქი სისტემის მუშაობას. ხილი კარგი ანტისეპტიკური საშუალებაა. ფართოდ იყენებენ ხილისა და ფოთლების ნახარშს ღვიძლის, ნაღვლის ბუშტის, გულსისხლძარღვთა სისტემის, ჰიპერტონიის დაავადებების დროს. არონია ახალგაზრდობის ელექსირია, მისი ნაყოფი შეიცავს 6.5% ანტიციონებს, რომელიც უარყოფითად მოქმედებს დაბერების პროცესზე, აქტიურად ებრძვის ათეროსკლეროზს და ონკოდაავადებებს. დიაბეტით დავადებულებისთვის კვების რაციონში თამამად შეიძლება არონიას გამოყენება. მასში შემავალი ბიოაქტიური ნივთიერებები როგორიცაა კალუმი და რკინა პოზიტიურად მოქმედებს სისხლის მიმოქცევაზე, აქტიურად აწვდის ჟანგბადს თავის ტვინს და აძლიერებს სასიცოცხლო ფუნქციას.

შეუფასებელია არონიის ღირსება ხანდაზმულების, იმუნიტეტ დაქვეითებული ბავშვებისა და მძიმე სტრესული დააბადების შემდგომი რეაბილიტაციისთვის.

გამოყენებული ლიტერატურა:

https://agrokavkaz.ge/samkurnalo-mcenareebi/aronia-chokeberry-jansaghi-kenkrovani-khili.html 

სოფო ედიშერაშვილი