სასარგებლო ინფორმაცია

დაბლობსა და მაღლობში ფუტკრის ოჯახების ...

„სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტომ“, ...

ფრინველის ჯამრთელობა, მისი პროდუქტიულობა, ...

აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ...

ეფექტური სოფლის მეურნეობის წარმოება შესაბამისი ...

          ავოკადო კრემისებური ტექსტურის ხილია, ...

სიდამპლეები ფუტკრის ბარტყის გადამდები ...

კარტოფილი თითქმის ყველა ტიპის ნიადაგზე მოდის, თუმცა მისთვის საუკეთესოა სტრუქტურიანი, ჰუმუსით მდიდარი და მსუბუქი ნიადაგები. ადგილი თესლბრუნვაში კარტოფილისთვის კარგი წინამორბედებია თავთავიანი კულტურები, პარკოსნები, ბაღჩეული, მრავალწლოვანი ბალახები. მისი მოყვანა დაუშვებელია პომიდვრის, თამბაქოს, წიწაკის, ბადრიჯნის შემდეგ.

ნიადაგის დამუშავება ნიადაგის მოხვნა 27-30 სმ. სიღრმეზე: აღმოსავლეთ საქართველოს ნაკლებადტენიან რაიონებში შემოდგომაზე, ხოლო ჭარბტენიან ზონებში — ადრე გაზაფხულზე. ორგანულმინერალური სასუქების ძირითადი შეტანა ხდება ნიადაგის მოხვნის წინ ან დარგვამდე 1-2 თვით ადრე. მინერალური სასუქების შეტანა შესაძლებელია უშუალოდ დარგვის დროსაც. დარგვამდე ტარდება ნიადაგის დარგვისწინა დამუშავება (კულტივაცია, ფრეზირება). მცენარე კარტოფილის მცენარე სინათლისადმი ძალიან მომთხოვნია. მისი ნაკლებობისას მწვანე მასა ინტენსიურად იზრდება (იწოწება), ტუბერების განვითარება ფერხდება და მოსავლიანობა საგრძნობლად მცირდება. კარტოფილის დათესვა დაჩრდილულ ადგილებში ან ხეხილის რიგთაშორისებში მიუღებელია. ტუბერების თესვისწინა დამუშავება ნიადაგის მავნებლების (მავთულა ჭიები, კოლორადოს ხოჭო), დაავადებების (რიზოქტონია, ქეცი) წინააღმდეგ დასარგავი მასალა დათესვის წინ უნდა დამუშავდეს მცენარეთა დაცვის საშუალებებით. ტუბერების დამუშავება მოხდება დათესვამდე 1 საათით ადრე. ტუბერების გაღივება ტუბერების თესვის წინა გაღივება ამოკლებს ვეგეტაციის პერიოდს და კარტოფილი ადრე იწყებს მომწიფებას. გაღივება ხდება სინათლეზე (დღის, ხელოვნური) 5-10 გრადუს ტემპერატურაზე. გაზაფხულზე დასათესი კარტოფილის გაღივება დათესვამდე 30-40 დღით ადრე იწყება. ტუბერების დარგვა კარტოფილის ტუბერების დარგვა იწყება, როცა ნიადაგის (10 სმ. სიღრმეზე) ტემპერატურა 7- 8 გრადუსს მიაღწევს. დიდ ფართობებზე კარტოფილის დარგვა სარგავი მანქანებით ხდება. კვების არე: 70-75X28-35 სმ., მცირე ზომის ფართობებზე კი—ხელით. ერთ ჰექტარზე ითესება 40-45ათასი ტუბერი (2.4 -3.2ტონა). მსუბუქი მექანიკური შედგენილობის ნიადაგზე კარტოფილი ღრმად — 10-12, ხოლო მძიმენიადაგებზე — 6-8 სმ. სიღრმეზე ითესება. სარგავი მასალა - 60-70 გრ. მაღალეფექტურია კარტოფილის შემაღლებულ ბაზოებზე დარგვა. ამ დროს კარტოფილის ტუბერების ფორმირება ნიადაგის მსუბუქ ფენაში ხდება, რაც საგრძნობლად ზრდის მოსავლის რაოდენობას და ხარისხს. მოვლა ვეგეტაციის პერიოდში 2-ჯერ ტარდება რიგთაშორისების კულტივაცია და მიწის შემოყრა. შემაღლებულ ბაზოებზე დარგვისას მიწის შემოყრა არ არის საჭირო. მორწყვა სავეგეტაციო პერიოდში ამინდის მიხედვით კარტოფილს 4-5 მორწყვა სჭირდება. კარტოფილს წყალი ყველაზე დიდი რაოდენობით ესაჭიროება ბუტონიზაციის და ტუბერების ფორმირების პერიოდში. საუკეთესო შედეგს იძლევა წვეთოვანი მორწყვა. მავნებელ-დაავადებებთან და სარეველებთან ბრძოლა ნათესები დარგვიდან მოსავლის აღებამდე სუფთა უნდა იყოს. ვეგეტაციის პერიოდში მავნებელ-დაავადებებთან და სარეველებთან საბრძოლველად 4-5 წამლობის ჩატარება იქნება საჭირო. გამოიყენება კონტაქტური და სისტემური მოქმედების ფუნგიციდები და ინსექტიციდები. სარეველების მოსასპობად კი — სელექციური მოქმედების ჰერბიციდები. სასუქები საკვები ელემენტებიდან ყველაზე დიდი რაოდენობით იგი მოითხოვს კალიუმს — ტუბერერბის ფორმირებისთვის, აზოტს — ზრდისათვის, ფოსფორს — მომწიფებისთვის. მოსავლის აღება და შენახვა მოსავლის აღება ხდება მშრალ, მზიან ამინდში სპეციალური მანქანებით ან ხელით. მოსავლის აღების წინ 10 დღით ადრე, კარტოფილის ნათესებს უნდა მოშორდეს მწვანე მასა. მოსავლის აღების შემდეგ კარტოფილი დახარისხდება, ბადურებში ან სპეციალურ ყუთებში ჩაიყრება და შენობაში მოთავსდება. სასურსათოდ და სათესლედ განკუთვნილი ტუბერები პლუს 3-4 0C და 80-85% ჰაერის შეფარდებითი ტენიანობის პირობებში ცალ-ცალკე ინახება.

დათო ბზიშვილი