სასარგებლო ინფორმაცია

დაბლობსა და მაღლობში ფუტკრის ოჯახების ...

„სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტომ“, ...

ფრინველის ჯამრთელობა, მისი პროდუქტიულობა, ...

აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ...

ეფექტური სოფლის მეურნეობის წარმოება შესაბამისი ...

          ავოკადო კრემისებური ტექსტურის ხილია, ...

სიდამპლეები ფუტკრის ბარტყის გადამდები ...

მცირეხნიანი პაუზის შემდეგ გორის მუნიციპალიტეტის განვითარების სააგენტოს ერთ-ერთი პლატფორმა agrofarm.ge კვლავ საქმეშია.სოფლის მეურნეობის პროდუქციის გარდა, ვებ გვერდზე პერიოდულად შემოგთავაზებთ სტატიებს, რეპორტაჟებსა და ინტერვიუებს აგრო სფეროსთან დაკავშირებულ მოვლენებსა და სიახლეებზე.  ამჯერად გთავაზობთ ინტერვიუს კომპანია ,,აგროგიდის" ახალგაზრდა წარმომადგენელ დავით ცერცვაძესთან, რომელიც ბევრი საინტერესი სიახლეს გვიზიარებს თანამედროვე აგრო ტენდენციების შესახებ

მე ვარ დავით ცერცვაძე, 30 წლის, ჩვენს კომპანიას  „აგროგიდი“ ჰქვია და დაარსდა 2020 წელს. ვართ საკმაოდ ახალგაზრდა კომპანია, თუმცა აგრო სფეროში მუშაობის დიდი გამოცდილება გვაქვს.

კომპანიაში მომუშავე თანამშრომლებმა გავიარეთ არაერთი სწავლება ევროპულ ქვეყნებში და ამ მხრივ გვაქვს წინაპირობა რომ მომხმარებელს გავუწიოთ ხარისხიანი მომსახურება. აქტიურად ვთანამშრომლობთ სახელმწიფოს მიერ გამოცხადებულ პროგრამებთან, როგორიცაა მაგალითად  ,,დანერგე მომავალი“. აღნიშნული პროგრამა აქტიურად თანამშრომლობს ფერმერებთან და ეხმარება აგრო სფეროთი დაინტერესებულ ადამიანებს ახალი ბაღების გაშენების მიმართულებით. პროგრამის ფარგლებში ჩვენს მიერ ფერმერებისთვის შეთავაზებული სერვისი მოიცავს:  საყრდენი სისტემების გამართვას, წვეთოვანი სარწყავი სისტემების მოწყობას, დამცავი ბადის გადაფარებას და სხვა საჭირო ნიუანსებს.

 

-თუ შეიძლება დეტალურად გვიამბეთ წვეთოვანი სისტემის მნიშვნელობაზე?

 

 

 

ჩვენ უამრავი წყლის რესურსი გვაქვს, მაგრამ ზოგადად წყალი ამოწურვადი რესურსია და ამ პირობებში მისი არარაციონალურად გამოყენება კარგი არჩევანი არ არის. წვეთოვანი სარწყავი სისტემის გამოყენება რწყვის ყველაზე უნივერსალური სისტემაა, ამ დროს წყლის რესურსები იზოგება,  წყალი მიზნობრივად და წერტილოვნად აღწევს მცენარემდე. წვეთოვანი სისტემით ასევე შეგვიძლია საჭირო ნივთიერებები მივაწოდოთ მცენარეს, ის ზოგავს ფიზიკური შრომას, ადამიანურ რესურსს და საჭირო სასუქები შეგვიძლია ღილაკზე თითის დაჭერით მივიყვანოთ -მცენარემდე. ასევე აღსანიშნავია რომ არსებობს რწყვის ტრადიციული მიდგომები, რა დროსაც მაგალითად ნიადაგი ირეცხება.

 

 -რას იტყვით მოსავლის დამცავ ბადეებზე?

 

ჩათვალეთ რომ დამცავი ბადე ეს არის დაზღვევა. მისი გაკეთება  შეგვიძლია თითქმის ყველა კულტურაზე, ეს იქნება ხილისა თუ  ბოსტნეულის  კულტურა.  სადაზღვეო კომპანიაზე მყარი გარანტია შეიძლება ითქვას რომ არის დამცავი ბადე.

 

-ჩვენს მკითხველს აინტერესებს დამცავი ბადის ღირებულებაც და ასევე რა ფართობზეა მიზანშეწონილი მისი ინსტალაცია?

 

დამცავი ბადის გაკეთება, ჩემი აზრით, ნებისმიერი მოცულობის ნაკვეთზეა მართებული, მაგრამ მატერიალურად და ინდუსტრიულად თუ შევხედავთ, უმჯობესია დიდ ნაკვეთებზე გადაეფაროს. დამცავი ბადის ინსტალაციას ესაჭიროება საყრდენი სისტემა, რომელიც  შეიძლება ცალკე გაკეთდეს. სრულყოფილ და გამართულ სისტემას ბეტონის, კაპიტალური საყრდენები ესაჭიროება, რაც რა თქმა უნდა მეტ ფინანსურ დანახარჯს მოითხოვს. საყრდენი სისტემა შესაძლებელია ასევე გაკეთდეს აკაციის ბოძებისაგან, რაც შედარებით სუსტი იქნება. შესაძლებელია აკაციის საყრდენებმა ვერ გაუძლოს ბადეში დაგროვილ სეტყვას და გატყდეს კიდეც. ამდენად, საშუალო შემოსავლის მქონე ფერმერს 50 (ორმოცდაათი) მეასედზე დამცავი ბადის გაკეთებას არ ვურჩევდი, თუ რა თქმა უნდა გართობას და ექსპერიმენტების ჩატარებას არ აპირებს.

 

-არსებობს თუ არა სახელმწიფო დაფინანსება დამცავი ბადეების შეძენა - მონტაჟზე?

 

ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით, დამცავი ბადეების საყრდენ სისტემაზე თანადაფინანსება მხოლოდ  10% - ია, რომელსაც ,,დანერგე მომავალი“ უწევს კოორდინაციას, ხოლო მაღალმთიან დასახლებებში თანადაფინანსების ოდენობა 20% - მდე იზრდება. რაც შეეხება სარწყავი სისტემის დაფინანსებას, ჩემი აზრით სახელმწიფო მნიშვნელოვან დახმარებას უწევს ფერმერებს. მაგალითისთვის, თუკი არა ავტომატიზირებული სარწყავი სისტემის ღირებულება საშუალოდ 500 ლარია ჰექტარზე,  ავტომატიზებულის შესაძლოა გაიზარდოს 10 000 ლარამდე,

 

-რატომაა  შიდა ქართლში, კერძოდ კი გორში მეხილეობა ასე პოპულარული?

 

მეხილეობა ოდითგანვე პოპულარული დარგია. ოდესღაც აღმოაჩინეს შიდა ქართლში რომ არის ნოყიერი მიწა და ამ ყველაფერს ხელს უწყობს ასევე  შესაბამისი კლიმატი. ამ ეტაპზე პროფესიონალური თვალსაზრისით ნიადაგის ანალიზის გაკეთებაც ხელმისაწვდომია ფერმერისთვის, რაც თავის მხრივ ამარტივებს მეხილეობის, როგორც ბიზნესის განვითარებას. არსებობს ასევე სხვა რეგიონებში სხვადასხვა სახის პოპულარული და მოთხოვნადი კულტურები, თუმცა ადგილობრივ ფერმერებს ურჩევნიათ ისევ იმ კულტურებს მისდიონ, რაც უკვე აპრობირებული და მრავალგზის გამოცდილი აქვთ. ჩვენს რეგიონში მებოსტნეობაც საკმაოდ განვითარებულია, მაგალითად პომიდორი, კიტრი ძალიან დიდი რაოდენობით მოდის.

 

-კიდევ რის მოყვანა არის  შესაძლებელი ჩვენს მუნიციპალიტეტში, რა კულტურით შეიძლება დაინტერესდნენ ადგილობრივი ფერმერები?

 

ბოლო პერიოდში ჩვენს რეგიონში, შეინიშნება კაკლის მოშენება, უკვე არსებობს ე.წ. ახლებური ჯიშები, რომლებსაც მოიხსენიებენ როგორც ამერიკულ ჯიშებად. შესაძლებელია ასევე თხილისა და ნუშის მოყვანაც. შეიძლება ითქვას რომ ჩვენს ფერმერებს ნაკლები ცოდნა აქვთ არატრადიციული კულტურების განაშენიანებაზე. ისინი ნაკლებად სცნობენ ახალ სტანდარტებს და მათი უმრავლესობა ისევ ძველი სტანდარტებით ხელმძღვანელობს. მნიშვნელოვანია რომ ფერმერებმა იცოდნენ ახალ კულტურებთან მუშაობა, სწორედაც რომ ამ სპეციფიკიდან გამომდინარე ჩვენი კომპანია ცდილობს სხვადასხვა სახის დახმარებითა და რეკომენდაციებით ფერმერების გათვითცნობიერებას ამ და სხვა საკითხებში.

 

-თქვენი აზრით, როგორ ხდება გადასვლა ძველი, ქართული ჯიშებიდან ახალ ჯიშებზე?

 

ძირითადად მომიწევს ალბათ პლუსების და მინუსების ჩამოთვლა. ძველებურ ძლიერ საძირეებზე ხეხილის მოვლა გარკვეულ სირთულეს წარმოადგენს. ნერგი არის დიდი, მაღალი და მისი მოვლა-მოყვანა,  შეწამვლა  რთულია.  რაც შეეხება ახალ საძირეს, მაგალითად ემ-9 საძირეზე, პირობითად შენდება ვაშლი, მოვლისთვის არის მარტივი და წვეთოვანი სარწყავი სისტემაც კარგად ერგება მცენარეს, რადგან არ მოითხოვს დიდი რაოდენობით წყალს, როგორც ძლიერი საძირეები. საკრეფადაც იოლია და მოვლა-მოყვანა ძალზედ გამარტივებულია. ერთ - ერთი დადებითი მახასიათებელი ახალი საძირისა არის ის რომ მოსავალი ორი წლის შემდეგ მოდის და თანხის უკუგება ხდება მალე, ხოლო ძველ საძირეებს სჭირდებათ  5/6 წელი მოსავლის მოცემამდე. მაგალითისთვის ვაშლის მოსავალს თუ ვიღებდით 5/6 წელიწადში 3-4 ტონას, ახლა  ემ-9 საძირეზე 5/6 წელიწადში მინიმუმ გაორმაგებული რაოდენობის მოსავლის აღება შეგვიძლია.

 

-საზღვარზე თუ კონტროლდება  შხამ- ქიმიკატების ვარგისიაონობა და ვადა?

 

როგორც ჩემთვის ცნობილია დიახ,  შხამ-ქიმიკატი რომ შემოდის, ამას არეგულირებს სურსათის ეროვნული სააგენტო.

 

-ადგილზე, მაღაზიებში თუ მოწმდება შხამ- ქიმიკატები?

 

ზოგადად, ყველა მოქმედი ნივთიერება წინასწარი რეგისტრაციით შემოდის ჩვენს ქვეყანაში. სანამ რომელიმე შემომტანი შემოიტანს საქართველოში მოქმედ ნივთიერებას და დაიწყებს მის რეალიზაციას, რეგისტრირდება სურსათის ეროვნული სააგენტოს ვებ გვერდზე, სადაც უნდა წარმოადგინოს შემომტანის ვინაობა, ნივთიერების რაოდენობა. რეგისტრაციის შემდგომ უკვე შესაძლებელია მისი შემოწმება. აღნიშნული პროცედურა ბოლო 4 წლის მანძილზე მიმდინარეობს ინტენსიურად.   

 

დავით ცერცვაძე, შპს აგროგიდის დამფუძნებელი და დირექტორი.

სტატიის ავტორი: გორის მუნიციპალიტეტის განვითარებისა და ტანისა და თეძმის დაცული ლანდშაფტის მართვის სააგენტოს მთავარი სპეცილაისტი, ლაშა ხალიშვილი